დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-777 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 28/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/05/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 14/07/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.023.016672 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 26.12.2019; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016612) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების“: 1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის დეპარტამენტი, რომელშიც შედის: ა.ა) მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და რესურსების დაცვის სამმართველო; ა.ბ) საადგილმამულო ურთიერთობების სამმართველო; ა.გ) მონიტორინგის სამმართველო; ბ) მიწის კადასტრის დეპარტამენტი, რომელშიც შედის: ბ.ა) გეოინფორმაციული მონაცემების აღრიცხვისა და მართვის სამმართველო; ბ.ბ) მონაცემთა დამუშავებისა და ბალანსის სამმართველო; გ) სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, რომელშიც შედის: გ.ა) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების სამმართველო; გ.ბ) პროგრამებისა და საინვესტიციო გეგმების სამმართველო; დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომელშიც შედის: დ.ა) იურიდიული სამმართველო; დ.ბ) რესურსების მართვისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; დ.გ) სახელმწიფო შესყიდვებისა და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველო.“. 2. მე-5–მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და მართვის დეპარტამენტი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება; ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და კომპეტენციის ფარგლებში განხორციელება; გ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელება; დ) მიწის მიზნობრივი დანიშნულების ცვლილებასთან დაკავშირებით კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს საქმიანობის უზრუნველყოფა. მათ შორის, როგორც მიწის ნაკვეთის ადგილზე დათვალიერება და ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერა, ასევე მიწის ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მომზადებისა და გაცემის ორგანიზება; ე) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების დაცვისა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; ვ) ადმინისტრაციულ-ტერიტორიული საზღვრების დადგენაში მონაწილეობის უზრუნველყოფა; ზ) გაუდაბნოების, მიწის დეგრადაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებების დაგეგმვაში მონაწილეობა და განხორციელება; თ) საინვესტიციო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება; ი) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი გამოყენების მონიტორინგი; კ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ლ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; მ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება. მუხლი 6. მიწის კადასტრის დეპარტამენტი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) მიწის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირება და მართვის უზრუნველყოფა; ბ) მიწის ბალანსის შედგენა და დადგენილი წესით გამოქვეყნების უზრუნველყოფა; გ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საკადასტრო მონაცემების, სივრცითი და კარტოგრაფიული ინფორმაციის დამუშავება; დ) მიწის ნაკვეთებთან და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებული საველე და კამერალური საკადასტრო სამუშაოების შესრულება; ე) თემატური ინფორმაციების და რუკების მომზადება და საჭიროების შემთხვევაში მათი გამოქვეყნების ან/და გამოცემის ორგანიზება; ვ) დაინტერესებული პირების მოთხოვნის საფუძველზე გაცემის მიზნით, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში არსებული (შექმნილი, დაცული) საკადასტრო ინფორმაციის მომზადება; ზ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; თ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება. მუხლი 7. სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა; ბ) საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა; გ) საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების შემუშავება; დ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის, რაციონალური გამოყენებისა და დაცვის მიზნით მიზნობრივი პროექტების/პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ე) მიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელების მიზნით საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების დაფინანსების მოძიება; ვ) სააგენტოს ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო კვლევებსა და კონფერენციებში მონაწილეობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში მიწის რესურსების დაცვასა და მიწათსარგებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; თ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების კონსოლიდაციის მიზნით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვისათვის შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა; ი) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება; კ) მიზნობრივი პროექტების/პროგრამების განხორციელების ანალიზი და შეფასება; ლ) საინვესტიციო გეგმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა; მ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ნ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ო) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება. მუხლი 8. ადმინისტრაციული დეპარტამენტი დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებების და შეთანხმებების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა; გ) სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; დ) ნორმატიული აქტების პროექტების, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების, მემორანდუმებისა და შეთანხმებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა; ე) სააგენტოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ან/და ქმედების თაობაზე წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის ორგანიზება; ვ) სააგენტოს თანამშრომელთა შესაძლო გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, გადაცდომის ფაქტების დადგენა, შედეგების შესახებ დასკვნის, ასევე, მათი შემდგომი აღმოფხვრის მიზნით რეკომენდაციების სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ზ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობა; თ) სააგენტოს მიერ განხორციელებული/მიმდინარე მიზნობრივი პროგრამების შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი დასკვნის მომზადება სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარსადგენად; ი) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა; კ) თანამშრომელთა კარიერული წინსვლის, მოტივაციის, შეფასების სისტემების შექმნა, დანერგვა და განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ წინადადებების ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; ლ) სააგენტოს საქმისწარმოების ორგანიზება და არქივის წარმოება; მ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული უძრავ-მოძრავი ქონების აღრიცხვა და დაცვა, კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა; ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე და დაინტერესებული პირებისათვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ო) სააგენტოს ვებგვერდის ადმინისტრირება; პ) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-განაწილება და მისი შესრულების კონტროლი; ჟ) სააგენტოში შრომის უსაფრთხოების დაცვა; რ) სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა; ს) ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ფინანსური ანგარიშგების მომზადება და ანალიზი; ტ) საგენტოს ბიუჯეტის პროექტების, საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება და წარდგენა; უ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი, შემოსავლებისა და ხარჯების კონტროლი; ფ) სააგენტოს ფულადი სახსრების, მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების გამოყენების მიზნობრიობის კონტროლი. ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების მონაცემების უტყუარობის მიზნით არაფინანსური და ფინანსური აქტივების და სხვა დებიტორულ/კრედიტორული დავალიანებების ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვის უზრუნველყოფა; ქ) სააგენტოს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური გეგმის შემუშავება, შესყიდვების პროცედურების განხორციელება, კონტროლი და ანალიზი; ღ) უფლებამოსილების ფარგლებში კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი პასუხის მომზადება; ყ) დეპარტამენტის საქმიანობის ანგარიშის მომზადება და სააგენტოს ხელმძღვანელობისთვის წარდგენა; შ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლება-მოვალეობის განხორციელება.“. 3. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 45-ე დღეს. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები