დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 25/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.169.016482 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 22.12.2020წ, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016473) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა“) მე- 5 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „ს)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირი.“ 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა“) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „2. სოციალური დახმარება II თავის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებზე, გარდა „ზ“; „თ“; „ი“; „მ“; „ნ“; „ო“; „პ“; „რ“; „ს“ ქვეპუნქტებისა, გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა“) მე-9 მუხლს დაემატოს „171“ პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „171. 18 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება: ა) განცხადება; ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის რეკომენდაცია,18 წლამდე ასაკის შშმ პირის რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსების შესახებ, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით; ვ) ცნობა მომსახურე კლინიკიდან/ცენტრიდან სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროების შესახებ; ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა №100); თ) გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან; ი) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა“) მე-10 მუხლს დაემატოს „20“-ე პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. 18 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსება: ა) ქ. თბილისში მდებარე სარეაბილიტაციო კლინიკებსა და ცენტრებში გადასაადგილებლად - 200 ლარი ყოველთვიურად; ბ) ქ. დედოფლისწყაროში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში გადასაადგილებლად ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან (ქ. დედოფლისწყარო, სამრეკლო, ხორნაბუჯი, ჭოეთი (ხორნაბუჯის ადმინისტრაციული ერთეული), თავწყარო (ოზაანის ადმინისტრაციული ერთეული), გამარჯვება) - 50 ლარი, ხოლო, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებიდან (ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ოზაანი, ზემო ქედი, არხილოსკალო, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო) - 100 ლარი ყოველთვიურად; 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართ 1-ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა“) მე-14 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს „დ)“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მე-10 მუხლის 20-ე პუნქტით გათვალისწინებული 18 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად, ტრანპორტირების ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველთვიური ფულადი დახმარება 50, 100 ან 200 ლარი 2021 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. 6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
,,დანართი 2
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტი
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები