„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 489-IVმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 470000000.05.001.020326
489-IVმს-Xმპ
25/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
470000000.05.001.020326
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 11.07.2007, მუხ. 244) 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) უფლებამოსილია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა საქართველოში შემოსვლის ან/და ყოფნის მიზნით, ამ პირთა წრის მიმართ დაადგინოს ჯანმრთელობის დაზღვევისა და უბედური შემთხვევის დაზღვევის პირობები და წესები.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

25 მაისი 2021 წ.

N489-IVმს-Xმპ