დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 490-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 25/05/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ორგანული კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 010110000.04.001.018002 |
|
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 13.05.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010110000.04.001.016108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 30-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 302 მუხლი: „მუხლი 302. საქართველოს მოქალაქეობის დადგენა 1. საქართველოს მოქალაქეებად, გარდა იმ პირებისა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა ამ კანონის შესაბამისად მოიპოვეს ან რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას ამ კანონის შესაბამისად მოიპოვებენ, მიიჩნევიან: ა) 1975 წლის 31 მარტამდე დაბადებული პირი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ჯამში არანაკლებ 5 წლის განმავლობაში, 1993 წლის 31 მარტისთვის იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; ბ) 1975 წლის 31 მარტის შემდეგ დაბადებული პირი, რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის ცხოვრობდა საქართველოში და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა; გ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომელმაც 1991 წლის 21 დეკემბრის შემდეგ დატოვა საქართველოს ტერიტორია, ამდენად, ვერ აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს, და რომელსაც არ მიუღია სხვა ქვეყნის მოქალაქეობა. 2. პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების ან/და კონკრეტულ დღეს ყოფნის ფაქტის დამადასტურებელ ცნობას, რომელიც შესაძლებელია იყოს პირის საქართველოს მოქალაქედ მიჩნევისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტის სათანადო ქვეპუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გასცემს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისია მისთვის სათანადო განცხადებით მიმართვიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა. აღნიშნული კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ტიპური დებულებით, რომელიც მტკიცდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება არის მუნიციპალიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილება, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 4. პირის ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის ან აჟარის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დადგენის უფლებამოსილება აქვს, შესაბამისად, ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვის ან აჟარის მუნიციპალიტეტის გამგებელთან არსებულ პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენ კომისიას. 5. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ცხინვალის რეგიონის (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის) ტერიტორიაზე მცხოვრები პირების საქართველოს მოქალაქეობის დადგენის წესი განისაზღვრება ამ კანონის 301 მუხლით.“. 3. 31-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი: „მუხლი 311. საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სპეციალური წესი საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებულ პირს, რომელსაც არ უდგინდება საქართველოს მოქალაქეობა, ამ კანონის 302 მუხლის შესაბამისად, უფლება აქვს, მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, თუ იგი აკმაყოფილებს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების მოთხოვნებს და არ არსებობს ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.“. 5. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 322. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლება 1. საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს ამ მუხლით განსაზღვრული პირობებით საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირს საქართველოს მოქალაქეობა აღდგენის წესით მიენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) მან დადგენილ ფარგლებში იცის საქართველოს სახელმწიფო ენა; ბ) არ არსებობს ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებაზე, რომელსაც აქვს ისეთი ფიზიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის იმის შემოწმებას, აკმაყოფილებს თუ არა იგი აღნიშნული ქვეპუნქტის მოთხოვნას. 4. საქართველოს ყოფილ მოქალაქეზე, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭებისას არ გავრცელდება ამ კანონის მე-15 მუხლი. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობა მის არასრულწლოვან შვილსაც მიენიჭება. 14 წლის ასაკს მიღწეულ პირს ამ მუხლის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭება მისი თანხმობით. 6. საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.“. 6. 34-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ კანონის 302 და 311 მუხლები მოქმედებს 2022 წლის 31 დეკემბრამდე.“. მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის ტიპური დებულების დამტკიცება. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 25 მაისი 2021 წ. N490-IVმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები