,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ცაგერის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.116.016506
11
25/05/2021
ვებგვერდი, 27/05/2021
010250050.35.116.016506
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ცაგერის მუნიციპალიტეტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2021 წლის 25 მაისი

ქ. ცაგერი

,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 აპრილის №5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ “ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 7 აპრილის  №5 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/04/2021წ, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.116.016500) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის:

1.პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებით, 125​​4 და 135​​1 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცაგერის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ პროცედურებს, აგრეთვე, ამ წესის აღსრულების მიზნით, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომ, მერია) უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის- ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის  მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს.“

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის“ 125-ე მუხლის მე-8, მე-12 და მე-16 ნაწილებით, 125​4 და 1351 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით ცაგერის  მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის  სამსახური საქართველოს კანონის „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“  290​4 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს (შემდგომ, პირი) საჯარიმო ქვითარს უგზავნის ფოსტის მეშვეობით, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.’’

3. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 290​5-ე მუხლის თანახმად, თუ პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით გაგზავნიდან 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის დაჯარიმების შესახებ დადგენილებით (საჯარიმო ქვითრით) გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. პირს უფლება აქვს, ამ შეღავათით ისარგებლოს იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჯარიმას დაჯარიმების შესახებ დადგენილების გამოტანიდან (საჯარიმო ქვითრის გამოწერიდან) 10 კალენდარულ დღეში გადაიხდის, მიუხედავად იმისა, გაეგზავნა თუ არა მას დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) თაობაზე ინფორმაცია ამ წესის შესაბამისად, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით.’’

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4.ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთება და საჯაროდ გამოქვეყნდება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი დადგენილება/მისი გამოტანისათვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის 134-ე და 135-1351  მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზეც.”.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გუგავა