„ტექნიკური რეგლამენტის − ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 235
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 24/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.022791
235
24/05/2021
ვებგვერდი, 24/05/2021
300160070.10.003.022791
„ტექნიკური რეგლამენტის − ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №235

2021 წლის 24 მაისი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის  − ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 ნოემბრის №524 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/11/2018, 300160070.10.003.020839) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტის „ა.ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ლ) ამ  პუნქტით განსაზღვრული ღვინის გარდა, კახეთის მევენახეობის ზონაში  მოწეული ყურძნისაგან ნაწარმოები სხვა ღვინისათვის არანაკლებ 10,5%-ს, დანარჩენი მევენახეობის ზონებში მოწეული ყურძნისაგან ნაწარმოები სხვა ღვინისათვის  არანაკლებ 9,0%-ს;“.

მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნა არ გავრცელდეს 2021 წლის 1 აგვისტომდე წარმოებულ ღვინოზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი