დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11/040 |
| დოკუმენტის მიმღები | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო |
| მიღების თარიღი | 07/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 08/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300380000.25.017.016016 |
|
ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ფორმის დამტკიცების შესახებ
|
„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის 254 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
1. ბუნებრივი გაზის გატარების ტარიფის დადგენის მიზნით დამტკიცდეს სატარიფო განაცხადის ფორმა დანდართული დანართი №1-ის სახით;
2. დამტკიცდეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიანტის სატარიფო განაცხადის ფინანსური ანგარიშის ფორმები თანდართული სახით: ა) საწარმოს რეკვიზიტები – დანართი №2; ბ) ინფორმაცია საწარმოს შესახებ – დანართი №3; გ) ფინანსური მონაცემები (მოგება-ზარალის ანგარიშგება, საბუღალტრო ბალანსი, ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება, კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება, აქტივების ბაზა) – დანართი №4; დ) ფაქტობრივი და დაგეგმილი ინვესტიციები – დანართი №5; ე) ბუნებრივი გაზის ბალანსი და კომერციული მონაცემები – დანართი №6. 3. დამტკიცდეს სატარიფო განაცხადთან წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, თანდართული დანართი №7-ის სახით. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები