„ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 27/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016310
5
27/05/2021
ვებგვერდი, 31/05/2021
010250050.35.118.016310
„ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №5

2021 წლის 27 მაისი

ქ. ონი

 

 

„ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20  მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
 „ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 15 ივლისის  N13  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/07/2014, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016117) შევიდეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტს დაემატოს შემდეგი შინაარსის  51 მუხლი:

მუხლი 51.  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

1. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ერთიანი საქმისწარმოების პროგრამაში სწორი და უტყუარი მონაცემების აღრიცხვის და თავისი ფუნქციების შესრულების მიზნით,  საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით,  მიიღოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან პერსონალური მონაცემები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებში იგულისხმება:

ა) სახელი;

ბ) გვარი;

გ) პირადი ნომერი;

დ) დაბადების თარიღი;

ე) სქესი;

ვ) მოქალაქეობა;

ზ) ინფორმაცია პირის მისამართზე რეგისტრაციის შესახებ;

თ) ინფორმაცია საქართველოში კანონიერად ყოფნის საფუძვლის შესახებ;

ი) ფოტოსურათი.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია შესაბამისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებულია საქმისწარმოების პროგრამაში ცალკეული ფუნქციების გათვალისწინებით განსაზღვროს მონაცემთა კონკრეტული მოცულობა.

4. ამ მუხლის მიზნებისთვის ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო მონაცემთა დამუშავებას ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილი პირის მეშვეობით.“.  

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე