დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 12 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 25/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.164.016410 |
|
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №6 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01.03.2018 წ., 010250020.35.164.016280), კერძოდ:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მერიის სამსახურებია: ა) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ადმინისტრაციული სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ა.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება; ა.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურების განყოფილება; ა.გ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – შესყიდვების განყოფილება; ბ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – იურიდიული სამსახური; გ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – შიდა აუდიტის სამსახური; დ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური; ე) პირველადი სტრუქტურული ერთეული – სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ვ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება: ვ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება; ზ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება: ზ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საბუღალტრო განყოფილება; თ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილება: თ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება“. ი) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის სამსახური, რომელსაც აქვს შემდეგი განყოფილებები: ი.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილება; ი.ბ) მეორადი სტრუქტურული ერთეული – საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განყოფილება; კ) პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, ძეგლთა დაცვის, მშენებლობისა და არქიტექტურის სამსახური; კ.ა) მეორადი სტრუქტურული ერთეული – სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილება.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია 2021 წლის 25 ივნისიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები