„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2021
ძალაში შესვლის თარიღი 25/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.164.016411
13
21/05/2021
ვებგვერდი, 24/05/2021
010250020.35.164.016411
„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №13

2021 წლის 21 მაისი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2018 წ., 010250020.35.164.016285) კერძოდ:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა)  მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება;

ბ)   ადამიანური რესურსების მართვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, საქმისწარმოებისა და მოქლაქეთა მომსახურების განყოფილება;

გ) შესყიდვების განყოფილება.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება

მერის წარმომადგენელთა საქმიანობის  კოორდინაციის  განყოფილება  უზრუნველყოფს:

1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის  კოორდინაციას.

2. მერის წარმომადგენლებთან  შეხვედრებისა და თათბირების ორგანიზებას.

3. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობების კოორდინაციას.

4. მერის წარმომადგენლების დროულ ინფორმირებას მერიის საქმიანობის იმ მიმართულებებზე, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციულ ერთეულთან/ერთეულებთან დაკავშირებული  სათანადო ინფორმაციის დროულ მოპოვებასა და დამუშავებას.  

5. მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის ორგანიზებას ადგილობრივ თვითმმართველობათა   ეროვნულ ასოციაციასთან.

6. მოქმედი კანონმდებლობით, მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

7. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 4​​1-ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-9 მუხლი ამოღებულ იქნას.

4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლი ამოღებულ იქნას.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2021 წლის 25 ივნისიდან.

 


ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივანო მამულაშვილი