დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 101 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.148.016025 |
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №101
2021 წლის 19 მაისი
ქ. გორი
გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტის - ქუჩისთვის ნიკო სამადაშვილის სახელის მინიჭება. გეოგრაფიული ობიექტის აღწერა შემდეგია: ქუჩის სავარაუდო სიგრძე 200 მ; საწყისი კოორდინატები: X-430937, Y4645361; საბოლოო კოორდინატები: X-431106, Y-4645249; რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.58.05.104, 66.58.05.101; აღმოსავლეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.58.06.160, 66.58.06259, 66.58.06.159.
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედი სამთავრობო კომისიის 2021 წლის 16 აპრილი N24 სხდომის ოქმით მიღებული თანხმობით „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის N239 დადგენილების მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, შესაბამისად:
1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მდებარე უსახელო გეოგრაფიულ ობიექტს - ქუჩას, რომლის სავარაუდო სიგრძეა 200 მ; საწყისი კოორდინატები: საწყისი კოორდინატები: X-430937 Y4645361; საბოლოო კოორდინატები: X-431106, Y-4645249; რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.58.05.104, 66.58.05.101; აღმოსავლეთით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი: ს/კ 66.58.06.160, 66.58.06259, 66.58.06.159 ეწოდოს ნიკო სამადაშვილის სახელი.
2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.
3. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში, სარჩელის წარდგენის გზით გორის რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქალაქი გორი; სერგო ჯორბენაძის ქ.№30).
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები