„2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 233
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010260050.10.003.022789
233
21/05/2021
ვებგვერდი, 24/05/2021
010260050.10.003.022789
„2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №233

2021 წლის 21 მაისი

   ქ. თბილისი

„2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 მარტის №200 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/03/2020, 010260050.10.003.021912) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2020 − 2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის პროექტების შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების განსაზღვრის წესის“:

1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. წესი ვრცელდება სრიგპ-ის პრიორიტეტის/ღონისძიების/ ქვეღონისძიების ფარგლებში შესარჩევ იმ პროექტებზე, რომლებიც ფინანსდება შესაბამისი წლ(ებ)ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. სრიგპ-ის ფარგლებში პროექტის/პროგრამის დაფინანსების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო) ყოველწლიურად ამზადებს, სრიგპ-ის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სამოქმედო გეგმას და წარუდგენს საქართველოს საპილოტე რეგიონების განვითარების სამთავრობო კომისიას (შემდგომში − კომისია) მოსაწონებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) სრიგპ-ით გათვალისწინებული პროგრამის პრიორიტეტებისა და საპილოტე რეგიონებისათვის ყოველწლიურად განსაკარგი ჯამური თანხის შესახებ;

ბ) სრიგპ-ით გათვალისწინებული პროგრამის თითოეული პრიორიტეტისთვის/ღონისძიებისთვის ან/და ქვეღონისძიებისთვის განსაკარგი თანხის შესახებ, შესაბამისი რეგიონისთვის;

გ) სრიგპ-ის ფარგლებში კონკურს(ებ)ის გამოცხადების განრიგის შესახებ;

დ) სრიგპ-ის განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის აქტივობების შესახებ;

ე) საჭიროებისამებრ, მომდევნო საბიუჯეტო წლის საპროგნოზო მონაცემების ფარგლებში, ამ უკანასკნელისა და მიმდინარე საბიუჯეტო წლის ჯამური განსაკარგი თანხების ფარგლებში, ამ პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის შესახებ;

ვ) სხვა ინფორმაციას, რომელიც უზრუნველყოფს სრიგპ-ის ეფექტიან განხორციელებას.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის მოწონებით კომისია განსაზღვრავს სრიგპ-ით გათვალისწინებული პროგრამის პრიორიტეტებისა და საპილოტე რეგიონებისათვის ყოველწლიურად განსაკარგ ჯამურ თანხას და საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს დასამტკიცებლად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს არაუგვიანეს შესაბამისი წლის 1 ივნისისა.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით, სამინისტრო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტთან ერთად შესაბამისი თანხების გამოყოფის თაობაზე.

6. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომისია, პროექტების შერჩევის მიზნით, უფლებამოსილია, განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებები.“.

3. მე-3 მუხლის:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. კონკურს(ებ)ი იგეგმება და ცხადდება სრიგპ-ის განხორციელების წლიური სამოქმედო გეგმის, მათ შორის, ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების საფუძველზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად საკონკურსო პირობების მოწონების შემთხვევაში, სრიგპ-ის განხორციელების წლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული განრიგის მიხედვით, ცხადდება შესაბამისი კონკურს(ებ)ი.“;

გ) მე-6 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

 „7. კომისიის მიერ, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამ წესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მომდევნო საბიუჯეტო წლის საპროგნოზო მონაცემების საფუძველზე კონკურსის გამოცხადების შემთხვევაში, მომდევნო საბიუჯეტო წლის თანხის ათვისება განხორციელდება შესაბამისი წლის ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში.“.

4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 „5. კონკურსის შეფასების პროცედურების მიხედვით, კონკურსანტი უფლებამოსილია, მიმდინარე საბიუჯეტო წელს წარადგინოს საპროექტო იდეის განაცხადი/საპროექტო წინადადების სრული განაცხადი, ხოლო პროექტის შერჩევის შემთხვევაში, დაიწყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვების განხორციელების მიზნით სათანადო პროცედურები, მათ შორის, მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის პროექტების განხორციელების მიზნით.“.

5. მე-6 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტად მიიჩნევა პროექტი, რომლისთვისაც მოთხოვნილი დაფინანსების სავარაუდო ღირებულება შეადგენს ან აღემატება ხუთ მილიონ ლარს.“.

6. მე-7 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საბჭოს მიერ შერჩეული საპროექტო იდეის განაცხადის თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება კომისიას, ხოლო საპროექტო წინადადების სრული განაცხადი ექვემდებარება კომისიის მიერ შემოწმებას, ამ წესით განსაზღვრულ პროცედურებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.“;

ბ) მე-8 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:

„9. ამ წესის მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის არსებობის შემთხვევაში, კომისიაზე დამატებით წარდგენილი უნდა იქნეს „საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 22 აპრილის №191 დადგენილებით დამტკიცებული საინვესტიციო პროექტების მართვის გზამკვლევით გათვალისწინებული დოკუმენტი.“.

7. მე-8 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების გათვალისწინებით, სამინისტრო კომისიის შესაბამის გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტთან ერთად თანხების გამოყოფის თაობაზე.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, ამ დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ სრიგპ-ით გათვალისწინებული პროგრამის პრიორიტეტებისა და საპილოტე რეგიონებისათვის ყოველწლიურად განსაკარგი ჯამური თანხის დამტკიცებისას, მომდევნო საბიუჯეტო წლის საპროგნოზო მონაცემების შესაბამისად, შემდეგი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ პროგრამის ფარგლებში შესაბამის წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი