„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 14
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016525
14
21/05/2021
ვებგვერდი, 24/05/2021
280010000.35.137.016525
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №14

2021 წლის 21 მაისი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება  „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის   დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019, 280010000.35.137.016451) კერძოდ:

ა) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე;

ბ) კოსმეტიკურ მომსახურებაზე;

გ) საკურორტო მომსახურებაზე;

დ) ფიზიოთერაპიულ მომსახურებაზე 18 წელს ზემოთ:

ე) განცხადების წარდგენამდე დასრულებულ და უკვე ანაზღაურებულ მომსახურებაზე;

ვ) იაფფასიან მედიკამენტებზე (ღირებულებით 10 ლარამდე):“

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4.სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა.

1. 200 ლარამდე სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს 100%-ით.

2. 0-75000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 60%-მდე;

3. 75000-150000-ის სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 55%-მდე.

4. ბენეფიციარი რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის დამადასტურებელ დოკუმენტს მისი სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურება დაფინანსდეს 50%-მდე;

5. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად მიბარებულ ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 40%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთიათასი) ლარისა;

6. ბენეფიციარი რომელიც სარგებლობს სახელმწიფოს, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან სხვა ნებისმიერი დაფინანსებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს არაუმეტეს 4000 (ოთხი ათასი) ლარისა:“

გ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-5 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი.

„მ) სარეიტინგო ქულის დამადასტურებელი დოკუმენტი.“

დ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სამედიცინო დაწესებულების სახელზე გაცემული საგარანტიო წერილი მოქმედებს მისი გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი