„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018020
20/ნ
21/05/2021
ვებგვერდი, 21/05/2021
430210000.22.022.018020
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №20/ნ

2021 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

 

„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის №40/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 24/05/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017112) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „ეროვნული სასწავლო გეგმის“:

1. X1 თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის X2 თავი:

,,თავი X2

2020-2021 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო გეგმის 38-ე და 43-ე  მუხლებით  დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

მუხლი 567. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით გაცდენებისათვის დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

2020-2021 სასწავლო წელს საბაზო-საშუალო საფეხურის ის მოსწავლეები, რომელთაც სასწავლო წლის განმავლობაში გააცდინეს 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირობებით განსაზღვრული საათების რაოდენობა, შეფასდებიან შემაჯამებელი-კომპლექსური დავალების საფუძველზე. სკოლა ვალდებულია მოსწავლეებს წინასწარ გააცნოს (სიტუაციიდან გამომდინარე, მოსწავლესთან შეთანხმებული ფორმით) შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება და ჩაუტაროს კონსულტაციები საჭიროებისამებრ. შემაჯამებელ-კომპლექსურ დავალებაში მიღებული ქულა იქნება საგნის წლიური ქულა.

მუხლი 568. 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული პირობები

2020-2021 სასწავლო წელს სსსმ მოსწავლის მიმართ მოქმედებს 567 მუხლით განსაზღვრული პირობები. სსსმ მოსწავლეებისათვის შემაჯამებელი-კომპლექსური დავალება უნდა შედგეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.“.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი