“მომუშავე პენსიონრებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის შესახებ”

  • Word
“მომუშავე პენსიონრებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 252/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 12/01/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 13/06/2012
სარეგისტრაციო კოდი 280.070.020.11.119.004.554
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
252/ნ
13/12/2000
სსმ, 4, 12/01/2001
280.070.020.11.119.004.554
“მომუშავე პენსიონრებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის შესახებ”
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2001 - 12/06/2012)

სარეგისტრაციო რეგისტრაციის კოდი 280.070.020.119.004.554

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება 252/ნ

2000 წლის 13 დეკემბერი

. თბილისი

მომუშავე პენსიონერებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის შესახებ

საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადგენილია პენსიონერთა კატეგორიები, რომლებსაც მუშაობის პერიოდში სრულად ეძლევათ პენსია (ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები, რეპრესირებულები და მათი ოჯახის წევრები, ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დაზარალებულები და დაინვალიდებულები), მიუხედავად მათ მიერ მიღებული შემოსავლისა. მათზე პენსიების გაცემა ხორციელდება სამუშაო ადგილის მიხედვით, რომელიც შემოღებული იყო საბჭოთა პერიოდში და მას ჰქონდა შესაბამისი დატვირთვა, მომუშავე პენსიონერების შემოსავლებიდან გამომდინარე პენსიების გაცემის რეგულირებაში.

არსებული მდგომარეობა ძირფესვიანად შეცვლილია და პენსიების გაცემა აღარ არის დამოკიდებული შემოსავლებთან, ამასთანავე გაძნელებულია სამუშაო ადგილის მიხედვით პენსიების გაცემის კონტროლი.

„საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 დანართის შესაბამისად. მომუშავე პენსიონერებზე პენსიების გაცემის წესის შემდგომი სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:

1.   მომუშავე პენსიონერებზე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მუშაობის პერიოდში უფლება აქვთ მიიღონ პენსია შემოსავლის მიუხედავად, პენსიების გაცემა მოხდეს საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ ფოსტებისა და ბანკების მეშვეობით.

2. საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა უზრუნველყოს მომუშავე პენსიონერებზე პენსიების გაცემის ორგანიზაცია.

3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ. ხაჩიძეს.

ა. ჯორბენაძე