დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის თეთრი წყაროს ქუჩის და თეთრი წყაროს I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.101.016609 |
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო
განკარგულება №149 27 აპრილი 2021 წელი ქ. თბილისი |
ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთისთვის თეთრი წყაროს ქუჩის და თეთრი წყაროს I ჩიხის სახელის მინიჭების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1. ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს თეთრი წყაროს ქუჩის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 2. ისნის რაიონში, შალვა დოლიძის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭოს თეთრი წყაროს I ჩიხის სახელი, თანდართული რუკის თანახმად. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ოთხი თვის ვადაში, უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. 4. განკარგულება, ერთი თვის ვადაში, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე
|
უკან დაბრუნება 
დოკუმენტის კომენტარები