„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 19
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 19/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.148.016664
19
19/05/2021
ვებგვერდი, 21/05/2021
010250050.35.148.016664
„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №19

2021 წლის 19 მაისი

ქ. გორი

 

„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გორის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/01/2021, 010250050.35.148.016646) შეტანილ იქნას ცვლილება:

ა)  დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება.

1. II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული 0-დან 70 000-ის ჩათვლით სოციალური სარეიტინგო ქულის მქონე (0-დან 18-წლის ჩათვლით) ბენეფიციარის სამკურნალო დახმარება, განისაზღვროს არაუმეტეს 300 (სამასი) ლარით.

2. ერთჯერად დახმარებას საცურაო აუზით სარგებლობისთვის მიიღებენ (0-დან 18-წლის ჩათვლით) II და III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბენეფიციარები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ის ჩათვლით სარეიტინგო სოციალური ქულა. თითო ბენეფიციარს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე, თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).

3. დახმარების მისაღებად ბენეფიციარის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო სამი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან - საცურაო აუზის ადმინისტრაციიდან;

ე) დახმარების მიმღების დაბადების მოწმობის ასლი;

ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.

4. დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის მერი გასცემს საგარანტიო წერილს, რომელიც საცურაო აუზისთვის მომსახურების გაწევის საფუძველია.

5. საცურაო აუზი განცხადებით და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ ) მიმართავს მერიას კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.

6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით დაწესებულების შესაბამის საბანკო ანგარიშზე

ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის 24_ ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

„მუხლი 24. ძალადობის შედეგად ფსიქოთერაპიის საჭიროების მქონე ბავშვების  ფსიქოთერაპიის კურსების   დაფინანსება.

1. წლის განმავლობაში, ფსიქოთერაპიის კურსის გასავლელად,   ერთჯერად დაფინანსებას 350  (სამას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით მიიღებს 18 წლამდე ძალადობის შედეგად ფსიქოთერაპიის საჭიროების მქონე  ბავშვი (საჭიროების შემთხვევაში ოჯახთან ერთად), რომელიც რეგისტრირებულია გორის მუნიციპალიტეტში 2021 წლამდე.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა  ან/და  მისმა უფლებამოსილმა  წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის/დაბადების მოწმობის  ასლი ან რეგისტრაციის ადგილის ამონაწერი ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელის მომართვის შემთხვევაში ასევე კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლი.

გ)  ფსიქოლოგის რეკომენდაცია/დასკვნა  ფსიქოთერაპიის საჭიროებაზე.

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;

ე) შესაბამისი დაწესებულებიდან  დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ დაწესებულებას ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოლოგი რომელსაც აქვს მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ფსიქოთერაპიის მიმართულებით.

3. ბენეფიციარის მიერ მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ფსიქოთრეაპიის საჭიროების  თაობაზე  რეკომენდაციას გასცემს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მეორადი სტრუქტურული ერთეული  ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ფსიქოლოგი.

4. ფსიქოთერაპიის კურსის ვიზიტების რაოდენობა უნდა მოიცავდეს  არანაკლებ 10 ვიზიტს ფსიქოთერაპევტთან და მისი ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ბენეფიციარის მიერ ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტის ან/და ანგარიშფაქტურის  წარმოდგენიდან მაქსიმუმ 5 თვეს.

5. დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის მერი გასცემს საგარანტიო წერილს, რომელიც შესაბამისი დაწესებულებისთვის მომსახურების გაწევის საფუძველია.

6. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე