„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 114
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017469
114
19/05/2021
ვებგვერდი, 21/05/2021
200090000.22.033.017469
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №114

2021 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და  მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია სასაქონლო ზედნადებში მითითებული გამყიდველის/გამგზავნის ან/და მყიდველის/მიმღების ან/და ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის დასახელების/სახელის და გვარის, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომრის, სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომრის და ტრანსპორტირების თარიღის შესახებ ინფორმაცია გასცეს მხოლოდ აღნიშნულ სასაქონლო ზედნადებში დაფიქსირებული:

ა) სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოიჯარის მომართვის შემთხვევაში;

ბ) ტრანსპორტირების განმახორციელებელი პირის, მათ შორის, მძღოლის მომართვის შემთხვევაში.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი