უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 02-889/ო
დოკუმენტის მიმღები სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
მიღების თარიღი 27/04/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი
02-889/ო
27/04/2021
ვებგვერდი, 21/05/2021
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

სსიპ  –  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა №02-889/ო  

2021 წლის 27 აპრილი

ქ. თბილისი  

                    უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ

 საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” 36-ე მუხლის საფუძველზე:           ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში შევიდეს შემდეგი ცვლილება: შპს "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი"-ს (ს/კ212841424) (ფაქტიური მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N85/83ა) ნაცვლად, დაფიქსირდეს შპს " დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“-( ს/კ 212841424) ( ფაქტიური მისამართი: ქუთაისი, ჯავახიშვილის ქუჩა N85/83ა) და გაიცეს ახალი სალიცენზიო მოწმობა: "პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია" და სალიცენზიო მოწმობის დანართები შემდეგ საქმიანობებზე: ა) ჰისტოპათოლოგიურო დიაგნოსტიკა; ბ) ციტოპათოლოგიური დიაგნოსტიკა; გ) აუტოფსიური საქმიანობა.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის კილომეტრი N64).

3. ბრძანება ძალაში შედის ხელისმოწერისთანავე.

საფუძველი:

შპს "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი"-ს უფლებამოსილი წარმომადგენლის ს. ანდღულაძის განცხადება: N38283 19.04.2021 წ; შპს "აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი"-ს დირექტორის ა. ორჯონიკიძის განცხადება N40363 23.04.2021წ.

დირექტორი                                                                                                                       ზაალ კაპანაძე