აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1-1/187
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 17/05/2021
დოკუმენტის ტიპი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2021
სარეგისტრაციო კოდი
1-1/187
17/05/2021
ვებგვერდი, 18/05/2021
აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/187

2021 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

 

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში – კომისია) განიხილა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 29 აპრილის N01/1283 და 2019 წლის 30 მაისის N01/2641 განცხადებები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და გამოარკვია:

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) ახორციელებს E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 – კმ14+400) მშენებლობის პროექტს (შემდგომში – პროექტი).

პროექტი ფინანსდება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2016 წლის 9 დეკემბერს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია) (რატიფიცირებულია „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია)“ რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 9 თებერვლის №264-IIს დადგენილებით) და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2017 წლის 14 ივნისს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ) (რატიფიცირებულია „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 20 სექტემბრის №1290-Iს დადგენილებით) ფარგლებში. E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 – კმ14+400) მშენებლობის პროექტი გულისხმობს ახალი ოთხზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მოწყობას დასახლებული პუნქტების მაქსიმალური გვერდის ავლით. შესაბამისად, განსახლების სამოქმედო გეგმა ეხება 14.4 კმ სიგრძის მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. ის იწყება საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზიდან მდინარე სუფსის მარჯვენა ნაპირზე, გადადის მდინარის მეორე ნაპირზე, უვლის სუფსის ტერმინალს მარცხენა მხრიდან, კვეთს მდინარე წყალწმინდას, აგრეთვე, დაბა ურეკს, კერძოდ, სარკინიგზო სადგურის და პოლიციის შენობის შემაერთებელი გზის მონაკვეთს; კვეთს მდინარე სეფას, მის შენაკადს, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზას, უვლის საკონცერტო დარბაზს (ბლექ სი არენა) და უერთდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზას. დაგეგმილია სატრანსპორტო კვანძების, მდინარეებზე (სუფსა, წყალწმინდა, სეფა, სეფას შენაკადი) გადასასვლელების, გზაგამტარების და წყალგამტარი მილების მოწყობა. პროექტის ზემოქმედების შედეგად ათვისებული იქნება 1 247 537.07 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. პროექტის განხორციელების მიზნით, დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია მშენებლობის პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი.

უძრავი ქონების ნებაყოფლობითი გამოსყიდვის შესახებ დეპარტამენტის მიერ ვერ იქნა შეთანხმება მიღწეული გილ ელბოიმის (პ/ნ: №11163721; დაბ. 08/04/1970), კფირ ჩერვინსკის (პ/ნ: 11284450; დაბ. 08/01/1976), რაფაელი რაფის (პ/ნ: 10546320; დაბ. 18/03/1973), საგივ დავიდ ბენ აატარის (პ/ნ: 025155672; 20/03/1973) და შპს „არქი ინვესთმენთსის“ (ს/კ: 405178294) თანასაკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე 263 889 კვ.მ ფართის (ს/კ N26.01.63.069) მიწის ნაკვეთის ნაწილზე, კერძოდ, 23 436 კვ.მ-ზე და დამატებით 6 940 კვ.მ. ოდენობით, ჯამში 30 376 კვ.მ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მომართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ექსპროპრიაციის პროცედურის დაწყების შუამდგომლობით და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა. 

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიზანშეწონილია დაკმაყოფილდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შუამდგომლობა და დეპარტამენტს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ დეპარტამენტის მიერ ხორციელდება E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 – კმ14+400) მშენებლობის პროექტი

საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე 263 889 კვ.მ ფართის (ს/კ N26.01.63.069) თანამესაკუთრეები არიან გილ ელბოიმი (პ/ნ: №11163721; დაბ. 08/04/1970), კფირ ჩერვინსკი (პ/ნ: 11284450; დაბ. 08/01/1976), რაფაელი რაფი (პ/ნ: 10546320; დაბ. 18/03/1973), საგივ დავიდ ბენ აატარი (პ/ნ: 025155672; 20/03/1973) და შპს „არქი ინვესთმენთს“ (ს/კ: 405178294)

დადგენილია, რომ პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა გილ ელბოიმის, კფირ ჩერვინსკის, რაფაელი რაფის, საგივ დავიდ ბენ აატარის და შპს „არქი ინვესთმენთსის“ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ N26.01.63.069) ნაწილი 23 436 კვ.მ და დამატებით 6 940 კვ.მ. ოდენობით, ჯამში 30 376 კვ.მ.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების, სამართლებრივ გარანტიას, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის მე-19 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია". საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო ინტერესებისათვის ამ უფლების შეზღუდვას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან“. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“
ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.
ვინაიდან, დეპარტამენტის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება. ამასთან, საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებასთან დაკავშირებით ექსპროპრიატორისა და ქონების მესაკუთრის შეუთანხმებლობის საკითხის განხილვა/გადაწყვეტა არ წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებას. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით – „თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით“.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 25 მარტის №1-1/159 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2021 წლის 14 მაისის ოქმის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. E-70 ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოსავლელი საავტომობილო გზის (კმ0+000 – კმ14+400) მშენებლობის პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებულ – სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ გილ ელბოიმის (პ/ნ: №11163721; დაბ. 08/04/1970), კფირ ჩერვინსკის (პ/ნ: 11284450; დაბ. 08/01/1976), რაფაელი რაფის (პ/ნ: 10546320; დაბ. 18/03/1973), საგივ დავიდ ბენ აატარის (პ/ნ: 025155672; 20/03/1973) და შპს „არქი ინვესთმენთს“-ის (ს/კ: 405178294) თანასაკუთრებაში არსებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე 263 889 კვ.მ ფართის (ს/კ 26.01.63.069) მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 23 436 კვ.მ-ზე და 6940 კვ.მ-ზე, ჯამში – 30 376 კვ.მ-ზე.

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ.მ, №6).

 

მინისტრი                                                                                                         ნათელა თურნავა