„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 81-49
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/07/2021
სარეგისტრაციო კოდი 300330000.35.101.016868
81-49
18/05/2021
ვებგვერდი, 19/05/2021
300330000.35.101.016868
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №81-49

2021 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M​2 და M​3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის გაცემის ფასის განსაზღვრის, ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-82 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 06/01/2015, სარეგისტრაციო კოდი: 300330000.35.101.016081) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებული სისტემის დანერგვის, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში  მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის:

ა) მე-2 მუხლს „ო.გ“ ქვეპუნქტის შემდეგ, დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო.დ“ ქვეპუნქტი:

„ო.დ) სანებართვო პირობების საბანკო გარანტია სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული M2 კატეგორიის ავტობუსების შემთხვევაში – საბანკო დაწესებულებიდან წარმოსადგენი გარანტია, რომელიც წარმოდგენილ უნდა იქნეს ყოველწლიურად, არა უგვიანეს წინა საბანკო გარანტიის ვადის გასვლამდე სამი თვით ადრე,  ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, რომელიც ასევე უზრუნველყოფს ნებართვის გამცემისათვის:

ო.დ.ა) ნებართვის მფლობელზე სანებართვო პირობის დარღვევის შედეგად დაკისრებული ჯარიმის/პირგასამტეხლოს გადახდას;

ო.დ.ბ) ნებართვის გამცემსა და ნებართვის მფლობელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობის დარღვევის შედეგად ნებართვის გამცემის მიერ საანგარიშო პერიოდში ნებართვის მფლობელისათვის უკვე ფაქტობრივად გადახდილ მომსახურების საფასურსა და გადასახდელ მომსახურების საფასურს შორის სხვაობის ანაზღაურებას;

ო.დ.გ) ნებართვის ვადაზე ადრე ნებართვის მფლობელის მოთხოვნით გაუქმების, ნებართვის მფლობელის გარდაცვალების (ლიკვიდაციის), დადგენილი წესით გარდაცვლილად გამოცხადების ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის გამო ან საქმიანობის უფლების  ჩამორთმევის თაობაზე სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევებს;

ო.დ.დ) ნებართვის მფლობელსა და ნებართვის გამცემს შორის გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებულ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილ სხვა პირობებს/ვალდებულებებს.

„ო.დ.ა“ - „ო.დ.დ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული გარემოებების არსებობისას ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემის მიერ საბანკო გარანტიიდან თანხის გამოთხოვის თარიღიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შეავსოს საბანკო გარანტია საწყის ოდენობამდე. ნებართვის მოქმედების ბოლო წლისთვის წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 3 (სამი) თვით უნდა აღემატებოდეს ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვის თარიღს.“;

ბ) მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს ნებართვის გამცემისთვის სანებართვო პირობების, ასევე ამ წესის მე-2 მუხლის „ო.დ“ ქვეპუნქტით დადგენილი  პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად, დადგენილ ოდენობაზე საბანკო გარანტიის წარდგენა.“;

გ) 181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, განსაზღვრავს სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ  სისტემაში ჩასართავი ავტობუსების მარშრუტებს, სადაც ავტობუსების მინიმალური რაოდენობა არის მარშრუტზე ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების რაოდენობა, ხოლო ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობა - მარშრუტზე ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების რაოდენობა რეზერვთან ერთად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ სამგზავრო გადაყვანის მომსახურების ინტეგრირებულ სისტემაში ჩართულ მარშრუტებზე მუნიციპალიტეტის ან მის მიერ დაფუძნებული პირის ან ნებართვის მფლობელის მიერ შეძენილი ავტობუსების ჩართვას, ასევე ამ ავტობუსების ფერს განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის პირველი ივლისიდან. 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე