„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022779
224
18/05/2021
ვებგვერდი, 19/05/2021
340170000.10.003.022779
„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №224

2021 წლის 18 მაისი

   ქ. თბილისი

 

„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022038)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის –„საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2022 წლის 1 ივნისამდე საბურავების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:“.

3. ტექნიკური რეგლამენტის დანართი I ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი I

 

ბაზარზე განთავსებული საბურავების აღდგენისა და რეციკლირების მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით

 

 

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

2032

აღდგენა

20%

25%

30%

35%

40%

45%

50%

55%

60%

65%

ენერგიის აღდგენა

10%

12%

15%

18%

20%

23%

25%

27%

30%

32%

რეციკლირება პროტექტორის აღდგენა

10%

13%

15%

17%

20%

22%

25%

28%

30%

33%

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი