„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 227
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.022782
227
18/05/2021
ვებგვერდი, 19/05/2021
340170000.10.003.022782
„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №227

2021 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

 

„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №324 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022037)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის –„ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების მართვის შესახებ“ (შემდგომში – ტექნიკური რეგლამენტი) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. 2022 წლის 1 ივნისამდე ბატარეებისა და აკუმულატორების ყველა მწარმოებელი ვალდებულია, გაიაროს რეგისტრაცია მგვ-ის რეესტრში და შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია:“.

3. ტექნიკური რეგლამენტის დანართი I ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი I

 

ბატარეებისა და აკუმულატორების შეგროვების  მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით

 

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

2032

პორტატული ბატარეა, პორტატული აკუმულატორი (ბაზარზე განთავსებული რაოდენობიდან)

5%

10%

15%

20%

25%

30%

35%

40%

45%

50%

საავტომობილო აკუმულატორი

(წარმოქმნილი ნარჩენებიდან)

80%

90%

95%

95%

95%

95%

98%

98%

98%

99%

სამრეწველო ბატარეა ან სამრეწველო აკუმულატორი

(წარმოქმნილი ნარჩენებიდან)

80%

90%

95%

95%

95%

95%

98%

98%

98%

99%

 

 

ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენების რეციკლირების მაჩვენებლები წლების მიხედვით

 

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

2032

ტყვია-მჟავა ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენები

50%

65%

65%

65%

65%

65%

65%

65%

65%

65%

ნიკელისა და კადმიუმის ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენები

60%

75%

75%

75%

75%

75%

75%

75%

75%

75%

სხვა ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენები

50%

50%

50%

50%

50%

50%

50%

50%

50%

50%

.“.     

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი