„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 6
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 18/05/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.120.016366
6
18/05/2021
ვებგვერდი, 18/05/2021
010250040.35.120.016366
„სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №6

2021 წლის 18 მაისი

ქ. სამტრედია

 

,,სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
1. საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №6 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 05/02/2018, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.120.016273) დამტკიცებულ „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტში“ შეტანილ იქნეს ცვლილება. 

2. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“, მუხლი 98-ის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არანაკლებ 0,5%-ს, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 100 000-ზე ნაკლებია (ამ რეგულირების გათვალისწინებით ჩაიწერება კონკრეტული პროცენტი).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია