საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 220
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.022775
220
17/05/2021
ვებგვერდი, 17/05/2021
040030000.10.003.022775
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №220

2021 წლის 17 მაისი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტოს:

ა) ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ბ) დებულებას ამტკიცებს და სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო).

 

მუხლი 2
1. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის რეალიზების მიზნით, გაუქმდეს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო; სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო; სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; სსიპ − დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო; სსიპ – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო; სსიპ –  ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო; სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახური) ის სამსახურები/ფუნქციები, რომლებიც პასუხს აგებენ ან ახორციელებენ საქმიანობას ინფორმაციული ტექნოლოგიების საქმიანობის მიმართულებით (მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციონირებასა და აიტი პროდუქტებისა თუ პროცესების მართვა-მომსახურებაზე). 

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, სამინისტრომ და ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა სსიპ-ებმა უზრუნველყონ:

ა) რეორგანიზაციის გამოცხადება, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;

ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების საქმიანობის მიმართულებით დასაქმებულ თანამშრომელთა განსაზღვრა და კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება;

გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით არსებული ქონებისა და ინფრასტრუქტურის, ასევე ამ ფუნქციის შესასრულებლად გამოყენებული სხვა ქონების განსაზღვრა და გადაცემა სააგენტოსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. სააგენტო განისაზღვროს სამინისტროსა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამონაცვლედ, მათი ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის საქმიანობის მიმართულებით, სააგენტოს დებულებით დადგენილი პირობებით.

4. სააგენტოს მიეცეს უფლება, თავისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის და/ან ინვენტარის ქონების გადაცემამდე ან შეძენამდე ისარგებლოს სამინისტროსა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბალანსზე რიცხული შესაბამისი ქონებითა და სამსახურებრივი დოკუმენტაციით (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალითა და სხვა დოკუმენტაციით), ასევე ელექტრონული სერვისებით/სისტემებით, მონაცემთა ბაზებით, ვებგვერდითა და სხვა, სამინისტროს მიერ განსაზღვრული გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე.

5. დაევალოს სამინისტროს:

ა) უზრუნველყოს ამ დადგენილებით გათვალისწინებული სააგენტოს დაფუძნებისა და სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტისა და შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესაბამისი სამსახურების/ფუნქციების გაუქმებასთან დაკავშირებული რეორგანიზაციის პროცესის კოორდინაცია, რისთვისაც, საჭიროებისამებრ, უფლებამოსილია, გამოსცეს აქტები;

ბ) ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებისათვის/მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი