თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის No1/2016 გადაწყვეტილება

დოკუმენტის ნომერი 18-230
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 28/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2021
ძალაში შესვლის თარიღი 29/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016631
18-230
28/10/2016
ვებგვერდი, 20/05/2021
480610000.03.030.016631
თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის No1/2016 გადაწყვეტილება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის No1/2016 გადაწყვეტილება
 
თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების II ოქმში „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილი ერთობლივი კომიტეტის 

გადაწყვეტილება №1/2016

ერთობლივი კომიტეტი,

მხედველობაში იღებს რა, 2008 წლის 1 ნოემბერს ძალაში შესულ „თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას“ შემდგომში მოხსენიებული როგორც „ეს შეთანხმება“, და კერძოდ, შეთანხმების მე-18 მუხლს,

მხედველობაში იღებს რა, ამ შეთანხმების II ოქმს, რომელიც ეხება „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრებასა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს (შემდგომში წოდებული როგორც „ოქმი II“),

ამ შეთანხმების 27-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილება ენიჭება ერთობლივ კომიტეტს მიიღოს გადაწყვეტილებები,

მხედველობაში იღებენ, რა ამ შეთანხმების 34-ე მუხლს, რომელიც ეხება ამ შეთანხმების დანართებსა და ოქმებში ცვლილებების შეტანას,

ამ შეთანხმების 35-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილება ენიჭება ერთობლივ კომიტეტს შეიტანოს ცვლილებები ამ შეთანხმებაში,

ითვალისწინებენ, რომ;

(1) ამ შეთანხმების მე-18 მუხლი ეხება II ოქმს, რომელიც აწესებს საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრებასა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს, და ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის აკუმულირების გამოყენებას წარმოშობის წესებში,

(2) პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენცია1 (შემდგომში წოდებული, როგორც „კონვენცია“), მიზნად ისახავს ამჟამად ძალაში არსებული წაროშობის წესების თაობაზე ოქმების ერთი სამართლებრივი აქტით შეცვლას იმ ქვეყნებში, რომლებიც კონვენციის წევრები არიან.

თანხმდებიან, რომ II ოქმი უნდა შეიცვალოს ახალი ოქმით, რომელიც ახდენს ამ კონვენციაზე მითითებას,

გადაწყვიტა შემდეგი:

მუხლი 1

ამ შეთანხმების II ოქმი, რომელიც ეხება „საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრებას და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდებს, უნდა შეიცვალოს ამ გადაწყვეტილების დანართში მითითებული ტექსტით, იმ პირობით, რომ კონვენციასთან საქართველოს მიერთების ყველა პროცედურა შესრულდება კონვენციის მე-5, მე-10(3) და მე-10(4) მუხლების შესაბამისად.

მუხლი 2

გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ შეთანხმების 34-ე მუხლის შესაბამისად.

რის დასტურადაც ქვემორე ხელის მომწერებმა, იყვნენ რა ამისთვის სათანადოდ უფლებამოსილნი, ხელი მოაწერეს ამ შეთანხმებას.

შესრულებულია ანკარაში, 2016 წლის 28 ოქტომბერს, ორ ავთენტურ დედნად, ინგლისურ ენაზე.

თურქეთის რესუბლიკის სახელით

მურატ იაპიქი

ევროკავშირის საქმეთა გენერალური დირექტორი

ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოს სახელით

გენადი არველაძე

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

დანართი

ოქმი II

„საქონლის წარმოშობის“ ცნების განსაზღვრებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების შესახებ

მუხლი 1

იმპლემენტაცია

1. ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით გამოიყენება პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ (შემდგომში წოდებული როგორც „კონვენცია“)1 რეგიონალური კონვენციის დამატება I-ისა და დამატება II-ის შესაბამისი დებულებები.

2. კონვენციის დამატება I-ისა და დამატება II-ის შესაბამის დებულებებში ყველა მითითება “შესაბამის შეთანხმებაზე” განიმარტება იმგვარად, რომ იგულისხმებოდეს ეს შეთანხმება.

3. კონვენციის 33-ე მუხლით განსაზღვრული ორმხრივი ორგანო გულისხმობს ამ შეთანხმების 27-ე მუხლით გათვალისწინებულ ერთობლივ კომიტეტს.

4. ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით, კონვენციის დამატება I-ის მე-3 მუხლი ეხება:

(i) ამ შეთანხმების მე-8 მუხლით განსაზღვრულ  სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს (საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის 1-24 თავები და ამ შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტები) მხოლოდ, როდესაც წარმოშობილია თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოში

(ii) ამ შეთანხმების მე-3 მუხლით განსაზღვრულ სამრეწველო პროდუქტებს (საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის 25-97 თავები, ამ შეთანხმების I დანართში ჩამოთვლილი პროდუქტების გამოკლებით).

მუხლი 2

კონვენციიდან გასვლა

1. იმ შემთხვევაში, თუ თურქეთის რესპუბლიკა ან საქართველო კონვენციის დეპოზიტარს წერილობით მიმართავს მისი კონვენციიდან გასვლის განზრახვის შესახებ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკა და საქართველო დაუყოვნებლივ იწყებენ მოლაპარაკებებს ამ შეთანხმების იმპლემენტაციის მიზნით წარმოშობის წესებზე.

2. ამ ახლად შეთანხმებული წარმოშობის წესების ძალაში შესვლამდე, გამოსვლის მომენტში კონვენციის დამატება I-ისა და დამატება II-ის შესაბამის დებულებებში მოცემული მოქმედი წარმოშობის წესების გამოყენება უნდა გაგრძელდეს ამ შეთანხმებაზე. თუმცა გამოსვლის მომენტისთვის კონვენციის დამატება I-ისა და დამატება II-ის შესაბამის დებულებებში მოცემული წარმოშობის წესები განიმარტება ისე, რომ შესაძლებელი გახდეს მხოლოდ თურქეთის რესპუბლიკას, საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის აკუმულირება, II ოქმის 1(4) მუხლით დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

1 ევროპის კავშირის ოფიციალური ჟურნალი, L 54, 26.2.2013, გვ.4.