„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 217
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 280000000.10.003.022772
217
14/05/2021
ვებგვერდი, 18/05/2021
280000000.10.003.022772
„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №217

2021 წლის 14 მაისი

   ქ. თბილისი

 

„კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 30 ოქტომბრის №655 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 30/10/2020, 280000000.10.003.022375) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:

„მუხლი 71

1. იურიდიულმა პირებმა, კანონმდებლობის (მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სამართლებრივი აქტების) მოთხოვნათა შესაბამისად,  საკუთარი პასუხისმგებლობით, უზრუნველყონ  ამ დადგენილების საფუძველზე მათ მიერ წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას დაქვემდებარებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიების კორექტირება 2021 წლის 15 აპრილის  ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში),  სამინისტროში წარდგენა და შესაბამის  ხელშეკრულებაში  ცვლილების გაფორმება არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა.  

2. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების სიისა და ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. პასუხისმგებლობა წარმოდგენილ ინფორმაციაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი