„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9/2021
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
მიღების თარიღი 14/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010190030.15.008.016537
9/2021
14/05/2021
ვებგვერდი, 17/05/2021
010190030.15.008.016537
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №9/2021

2021 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

   საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2015 წლის 25 ნოემბრის №54/2015 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 26/11/2015, 010190030.15.008.016218) დამტკიცებული რეგლამენტის:

1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

) „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.გ.“ ქვეპუნქტი:

„ბ.გ) შიდა აუდიტის განყოფილება.“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი“;

გ) „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს“;

დ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი”.

ე) „კ“ ქვეპუნქტის „კ.ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ცენტრალური საარჩევნო კომისიის აპარატში იქმნება და ფუნქციონირებს შემდეგი სტრუქტურული ერთეულები:

ა) იურიდიული დეპარტამენტი:

ა.ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.ბ) სასამართლოებთან ურთიერთობის და საარჩევნო დავების განყოფილება;

ა.გ) შიდა აუდიტის განყოფილება.

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:

ბ.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;

ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილება.

გ) საფინანსო დეპარტამენტი:

გ.ა) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;

გ.ბ) მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის განყოფილება;

გ.გ) ბიუჯეტის მართვის, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.

დ) საარჩევნო საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი:

დ.ა) საინფორმაციო სისტემების მართვის განყოფილება.

ე) კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი;

ვ) ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი;

ზ) საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:

ზ.ა) ამომრჩეველთა სიების ფორმირების განყოფილება;

ზ.ბ) რეგისტრაციების განყოფილება;

ზ.გ) საარჩევნო კომისიების მართვის განყოფილება;

ზ.დ) საარჩევნო დოკუმენტებით უზრუნველყოფისა და საოქმო შედეგების განყოფილება;

თ) ცესკოს მდივნის აპარატი (დეპარტამენტი):

თ.ა) საქმისწარმოების განყოფილება.“.

3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა1“ პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი:

„ა2) მონაცემთა მართვის მენეჯერი;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი;”.

4. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ცესკოს აპარატის თანამშრომელთა თანამდებობებია:

ა) დეპარტამენტის უფროსი;

ბ) ცესკოს მდივნის აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი;

გ) ამომრჩეველთა სიების ფორმირების მენეჯერი;

დ) საარჩევნო რეგისტრაციების მენეჯერი;

ე) მონაცემთა მართვის მენეჯერი;

ვ) განყოფილების უფროსი;

ზ) ინფორმაციული უსაფრთხოების მენეჯერი;

თ) პრესსპიკერი;

ი) ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი;

კ) ინფორმაციის დამუშავების სპეციალისტი;

ლ) მთავარი ბუღალტერი;

მ) პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ნ) მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

ო) მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი;

პ) პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი;

ჟ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“.

5. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. მე-11 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11. იურიდიული დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

2. არჩევნებთან/რეფერენდუმთან და სხვა ღონისძიებებთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე უწევს კონსულტაციებს ცესკოს წევრებს, აპარატის თანამშრომლებს და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;

3. იხილავს არჩევნებთან/რეფერენდუმთან დაკავშირებულ განცხადებებს/საჩივრებს და განკარგულებების პროექტებს გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს ან/და ცესკოს;

4. წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოებში, კანონმდებლობიდან გამომდინარე დავების განხილვისას;

5. ცესკოს სათანადო სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად ამზადებს სასამართლოში წარსადგენ საჭირო მასალას;

6. საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყავს ცესკოს სტრუქტურული ერთეულების მიერ მომზადებული დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტები. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

7. ადგენს საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკის პროექტს.

8. ახდენს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე (www.matsne.gov.ge) განთავსებული სისტემატიზებული (კოდიფიცირებული) ნორმატიული აქტებისა და სხვა საინფორმაციო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსიების საჭიროებისამებრ მოძიება-დამუშავებას, ცესკოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისათვის საჭიროებისამებრ ნორმატიული აქტების ან/და მათი ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის მოძიებასა და მიწოდებას;

9. ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი ხელშეკრულებების იურიდიული მხარის ვიზირებას;

10. ახდენს ცესკოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებული ინდივიდუალურ-სამართლებლივი აქტების პროექტების ვიზირებას;

11. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის შეგროვებას, განთავსებასა და გამოქვეყნებას); უზრუნველყოფს საარჩევნო პერიოდში საარჩევნო დავებზე, სასამართლოებიდან შემოსული, განსახილველ საქმესთან დაკავშირებული სხდომის დანიშვნისა და მესამე პირების ჩაბმის შესახებ განჩინების დაუყოვნებლივ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებას;

12. როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში იურიდიულ კონსულტაციას უწევს საოლქო საარჩევნო კომისიებს;

13. ახდენს დასრულებული სასამართლო პროცესების აღრიცხვასა და ანალიზს;

14. ახდენს ცესკოს მიერ მისაღები სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირებას;

15. ახდენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას;

16. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

17. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციაში კომპეტენციის ფარგლებში ცესკოს აპარატის, ცესკოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციებისა და ქვემდგომი საარჩევნო კომისიების შიდა აუდიტის განხორციელებას, შიდა აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენას;

18. უზრუნველყოფს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;

19. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და მისდამი დაქვემდებარებული ორგანიზაციების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;

20. ახდენს ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასებას;

21. ახდენს ცესკოს წინაშე არსებული რისკების და მათი მართვის ხარისხის შეფასებას;

22. ცესკოს მიერ დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად, შეისწავლის საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეულ წევრთა შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებულ და სამსახურებრივი შეუთავსებლობის საკითხებს;

23. ახდენს ცესკოს აპარატის თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლს;

24. ახდენს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესრულებაზე კონტროლსა და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, რეაგირებას მისი ნორმების შესრულებაზე;

25. უზრუნველყოფს დისციპლინური/სამსახურებრივი გადაცდომის ან/და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოების დაწყებას, შესაბამისი ინფორმაციის მიღება-გაანალიზებას, დასკვნის მომზადებას და ცესკოს თავმჯდომარისათვის ან/და ცესკოსთვის წარდგენას;

26. ახდენს დეპარტამენტის კომპეტენციის სფეროში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას;

27. უზრუნველყოფს სხვა საქმიანობის განხორციელებას, რომელიც გამომდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის ინტერესებიდან, არ წარმოადგენს ცესკოს დეპარტამენტების უფლებამოსილების სფეროს და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;

28. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.

7. მე-12 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-13 მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს 51 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„51. უზრუნველყოფს ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირებას;”.

ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„17. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ გამოსაქვეყნებლად, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციის, ცესკოს ვებგვერდზე, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილ ვადებში გამოქვეყნებას;“;

9. მე-14 მუხლის 181 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„18​1. ინფორმაციის მიწოდებას საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისათვის, საოლქო საარჩევნო კომისიების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობების შესახებ;“;

10. მე-16 მუხლის:

ა)  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი”

ბ) 171 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) 35-ე პუნქტის შემდეგ დაემატოს 35და 35პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„351. საარჩევნო ადმინისტრაციაში შრომის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს ორგანული კანონის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მოთხოვნათა დაცვას და შესრულებას.

352. ხელს უწყობს ცესკოს შენობაში უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას.”.

11. მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.

12. მე-181 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) „მუხლი 181. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი“;

ბ) მე-181 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის.”.

13. 181 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 181. საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი

ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი მასში შემავალი განყოფილებების მეშვეობით:

1. ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს მათ კომისიის თავმჯდომარეს;

2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

3. კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს;

4. ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს აცნობებს ინფორმაციას ცესკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. ელექტრონული ან მატერიალური ფორმით გადასცემს მათ ცესკოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტებს;

5. საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების  ორგანიზებას;

6. საფინანსო დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ამზადებს ცესკოს თავმჯდომარის ბრძანების პროექტს საოლქო საარჩევნო კომისიების იურიდიული მისამართების განსაზღვრის თაობაზე;

7. იურიდიულ დეპარტამენტთან ერთად, საარჩევნო პერიოდში ახორციელებს ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული საჩივრების რეესტრის ადმინისტრირებას (ინფორმაციის განთავსებას და გამოქვეყნებას);

8. საფინანსო დეპარტამენტთან კოორდინაციის გზით, ახორციელებს საოლქო საარჩევნო კომისიების ტექნიკური ბაზის, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციის ორგანიზებასა და საამისოდ აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფას;

9. უზრუნველყოფს საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან კოორდინაციას სხვა სახელმწიფოში საარჩევნო უბნების შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებით;

10. კოორდინაციას და მეთოდურ დახმარებას უწევს ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს საარჩევნო უბნების შექმნასა და საზღვრების დადგენაში;

11. პერიოდულად ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მუშაობის ადგილზე ანალიზს, ხარვეზების და პრობლემების იდენტიფიცირებას, შესაბამისი ანგარიშის მომზადებას და ხარვეზების აღმოფხვრის/პრობლემების გადაჭრის მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას;

12. ახდენს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული რისკების (არსებულის და პოტენციურის) იდენტიფიცირებას, შეფასებას და რისკების ეფექტურად მართვი მიზნით, რეკომენდაციების შემუშავებას;

13. ზედამხედველობს დეპარტამენტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს მიერ შესრულების პროცესს;

14. დაუყოვნებლივ გადასცემს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტს საოლქო საარჩევნო კომისიებისგან მიღებულ ინფორმაციას და შესაბამის დოკუმენტაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დაადასტურა სასამართლომ, რომლებიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევისათვის საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, რომელთაც შეეფარდათ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ბრალეულად შეუსრულებლობისთვის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის;

15. კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების წარმომადგენელთა მონაწილეობას საარჩევნო ადმინისტრაციის სასწავლო და საგანმანათლებლო პროექტებში;

16. საჭიროების შემთხვევაში კომპიუტერულად/სტატისტიკურად ამუშავებს ინფორმაციას;

17. საფინანსო დეპარტამენტთან ერთად ადგენს არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საჭირო დაფინანსების გეგმას;

18. ადგენს და საფინანსო დეპარტამენტს გადასცემს ინფორმაციას არჩევნების ჩასატარებლად საჭირო ინვენტარისა და სხვადასხვა საარჩევნო დოკუმენტაციის რაოდენობის შესახებ;

19. მონიტორინგს უწევს ქვემდგომი საარჩევნო კომისიების მიერ არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის ორგანიზებისა და ჩატარების პროცესს და არჩევნების/რეფერენდუმის/პლებისციტის დასრულების შემდგომ, არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა ცესკო ხელმძღვანელობას წარუდგენს პროცესების შეფასების შესახებ დასკვნას;

20. ახდენს არჩევნების მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემების ადმინისტრირებას კომპეტენციის ფარგლებში;

21. ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან ელექტრონული ფორმით იღებს არჩევნების შედეგების შემაჯამებელ ოქმებს და მათ ხელთ არსებულ სხვა  დოკუმენტაციას;

22. ქვემდგომი საარჩევნო კომისიებისაგან მიღებულ შემაჯამებელ ოქმებს და სხვა დოკუმენტაციას შესანახად გადასცემს ცესკოს მდივნის აპარატს;

23. ამზადებს და ადგენს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმებსა და საბუთების სახეებს, ამზადებს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტებს და ვიზირებისათვის გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს;

24. უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისათვის სტამბის ორგანიზაციასა და პოლიგრაფიული  საქმიანობის  გამართულ ფუნქციონირებას;

25. იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ;

26. ამუშავებს ინფორმაციას საარჩევნო ოლქებისა და უბნების საზღვრებში ცვლილების შესახებ;

27. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს ცესკოს სხდომაზე განსახილველი დადგენილებების ან/და განკარგულებების პროექტებს;

28. აწვდის მის ხელთ არსებულ ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან  ურთიერთობის დეპარტამენტს ცესკოს ვებგვერდზე განსათავსებლად;

29. ამზადებს ამომრჩეველთა სიების ერთიან ელექტრონულ ვერსიას;

30. უზრუნველყოფს ცესკოს ლოგოთი და ბეჭდით (ელექტრონული) დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიების დაბეჭდვას;

31. უზრუნველყოფს საოლქო საარჩევნო კომისიებთან ერთად ამომრჩეველთა სიებში შესატანი ცვლილებების გადამოწმებასა და დროულად დამუშავებას;

32. უზრუნველყოფს, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავებასა და ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეტანას;

33. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების განთავსებას ცესკოს ვებგვერდზე როგორც სახელმწიფო, ასევე საჭიროების შემთხვევაში ეროვნულ უმცირესობათა ენებზე (ორენოვანი სიები);

34.  უზრუნველყოფს კოორდინაციას საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულ უწყებებთან ამომრჩეველთა მონაცემების ბაზების სტრუქტურული დახვეწისა და დაახლოების მიზნით;

35. უზრუნველყოფს საარჩევნო სიების ფორმირების კუთხით კოორდინაციას საჯარისო ფორმირებების, პენიტენციური დაწესებულებების და სხვა შესაბამის სტრუქტურებთან საარჩევნო სიებში მათი მონაცემების გათვალისწინებისათვის;

36. უზრუნველყოფს კოორდინაციას საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებსა და საკონსულოებთან საარჩევნო სიებში საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების აღრიცხვის მიზნით;

37. კომპეტენციის ფარგლებში, ამზადებს ცესკოს დადგენილებების ან/და ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის/ცესკოს მდივნის განკარგულებების პროექტებს;

38. უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/ქალაქ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრების ნაცვლად შესაბამისი პარტიული სიიდან მათი ადგილმონაცვლეებისათვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნას;

39. ახორციელებს საარჩევნო კოდექსით ცესკოს მდივნისათვის განკუთვნილი უფლებამოსილებების შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, კერძოდ, საარჩევნო კომისიებში საარჩევნო სუბიექტების, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების  რეგისტრაციისა და სააკრედიტაციო დოკუმენტაციის მომზადებას;

40. შეიმუშავებს ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ საარჩევნო კომისიებში დამკვირვებლების დანიშვნის შესახებ, წარმოსადგენი განცხადების დანართის ელექტრონულ ფორმას და დასამტკიცებლად წარუდგენს ცესკოს;

41. უზრუნველყოფს პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით რეგისტრაციის პროცესის ადმინისტრირებას (ამოწმებს, ამზადებს და ინახავს რეგისტრაციისათვის განკუთვნილ მასალებს);

42. ამოწმებს პოლიტიკური პარტიების/ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატთა/სარეფერენდუმო საკითხის მხარდამჭერთა სიებს;

43. უზრუნველყოფს არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისათვის, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების (ქალაქ თბილისის მერის არჩევნებისათვის) წარმომადგენლებისათვის, ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატებისათვის სათანადო მოწმობების დამზადებას;

44. ამოწმებს პარტიულ სიებსა და კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათებს;

45. უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის/ქალაქ თბილისის საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლეობისათვის შესაბამისი პროცედურების განხორციელებას;

46. ცესკოს მდივნის განკარგულებების საფუძველზე ამზადებს პრესის აკრედიტაციას;

47. ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.“ .

14. 182 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. უზრუნველყოფს ქვემდგომი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნის ან კომისიის მიერ უფლებამოსილი პირისაგან მატერიალური ფორმით არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმების და მათ ხელთ არსებული სხვა დოკუმენტაციის მიღებას და აღნიშნული დოკუმენტაციის საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტისათვის დაუყოვნებლივ გადაცემას;”.

მუხლი 2
არაუგვიანეს 2021 წლის 21 ივნისისა, ცესკოს აპარატის სტრუქტურულმა ერთეულებმა, უზრუნველყონ ცესკოს/ცესკოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან  2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლისა.
მუხლი 5
ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი, მე-3, მე-6, მე-8-მე-12 და მე-14 პუნქტები ამოქმედდეს 2021 წლის 25 მაისიდან.
მუხლი 6
ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2, მე-4, მე-5, მე-7 და მე-13 პუნქტები  ამოქმედდეს  2021 წლის 21 ივნისიდან.

კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი