„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 19/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/05/2021
ძალაში შესვლის თარიღი 15/06/2021
სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017467
112
19/05/2021
ვებგვერდი, 20/05/2021
230210000.22.033.017467
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება  №112

2021 წლის 19 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 30/08/2019, სარეგისტრაციო კოდი 230210000.22.033.017230) დამტკიცებული:

1. „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი№3) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა ამ ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6) მე-2 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

2. „საქონლის დროებით შენახვის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №6):

ა) მე-2 მუხლის:

ა.ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო პროცედურის განსაზღვრამდე ან რეექსპორტში გაცხადებამდე დროებით შენახვისას საბაჟო საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ან დამოწმებული აღრიცხვის მოწმობით, გარდა ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ა.ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი:

„51. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების, რომლის გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა არ არის ამოწურული, საბაჟო საწყობში წარდგენის დადასტურება, საბაჟო საწყობში შეტანისა და საბაჟო საწყობიდან გატანის აღრიცხვა და ინფორმაციის მიწოდება საბაჟო საწყობის მიერ ხორციელდება საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული ფორმით და წესით;“;

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. საბაჟო პროცედურის ან რეექსპორტის განსაზღვრამდე დროებით შენახული საქონელი შესაძლებელია აღრიცხვის მოწმობით ან სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით გადატანილ იქნას სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში და დროებით შენახულ იქნეს დარჩენილი ვადის ფარგლებში, ხოლო სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ასევე შესაძლებელია, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა), ამ ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №3) შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან, გარდა ამ მუხლის 141 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ.ბ) მე-14 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 141 პუნქტი:

„141. საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 ან/და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან/და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები, რომლის გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა არ არის ამოწურული, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, შესაძლებელია, საქონლის მესაკუთრის მიერ საბაჟო საწყობიდან გატანილ იქნეს ვადის შეუზღუდავად, ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული წესით.“;

ბ.გ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ამ მუხლის მე-14 და 141 პუნქტების შესაბამისად დროებით გატანილი საქონლის უკან დაბრუნება სავალდებულო არ არის: მის მიმართ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურის ან რეექსპორტის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), ან საბაჟო საწყობის პროცედურის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას.“.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 15 ივნისიდან.

საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი