„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 211
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.022766
211
13/05/2021
ვებგვერდი, 14/05/2021
010220020.10.003.022766
„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №211

2021 წლის 13 მაისი

ქ. თბილისი

 

„სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №110 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 13/03/2015, 010220020.10.003.018495)  შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული:

1. დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი №1

სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა

ნანა ზამთარაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი − კომისიის თავმჯდომარე;

მერაბ ჩალათაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

ქეთევან ლომიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული  პირის – წიაღის ეროვნული სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის გეოლოგიური ფონდების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − კომისიის მდივანი;

ირაკლი ნადარეიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;

შორენა იოსებიძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი; 

გოჩა ფირცხელიანი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს სალიცენზიო პირობების კონტროლის სამსახურის უფროსი − კომისიის წევრი;

ნანა ზაუტაშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − წიაღის ეროვნული სააგენტოს მინერალური რესურსების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი − კომისიის წევრი;

მერაბ გაფრინდაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;

დავით ლომიტაშვილი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე − კომისიის წევრი;

ნიკა ბოჭორიშვილი – სსიპ – გ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტის საბადოთა დამუშავების ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამთო ინჟინერი, დოქტორი − კომისიის წევრი;

არჩილ მაღალაშვილი – სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო და გეომეცნიერებების დეპარტამენტის დირექტორი, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, ასოციირებული პროფესორი − კომისიის წევრი;

ოთარ მაჭავარიანი – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი − კომისიის წევრი;

ნინო ჩიქოვანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი − კომისიის წევრი;

ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და რეფორმების დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;

ნოდარ ფოფორაძე – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი − კომისიის წევრი;

დავით ბლუაშვილი – სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ასოციირებული პროფესორი − კომისიის წევრი.“.

2.  დანართ №2-ის მე-4 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„20.   სრული სახით, ზემოთ ჩამოთვლილი მასალების ბეჭდური ვერსია წარდგენილი უნდა იქნეს სამ ეგზემპლარად, ელექტრონული ვერსია კი − ხუთ ეგზემპლარად. კომისიას უნდა წარედგინოს განსახილველი მარაგების ანგარიშის მოკლე დახასიათება საავტორო ცნობის სახით, კომისიის წევრთა რაოდენობის მიხედვით.“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი