დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს N175/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 29/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
მიღების თარიღი | 01/06/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 430110000.22.022.018030 |
|
„2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს №175/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „2019-2020 სასწავლო წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 21 აგვისტოს N175/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 22/08/2019, სარეგისტრაციო კოდი:
430110000.22.022.017798) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის: ა) მე-7 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომლის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირება და დაადასტუროს თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, დაწესებულებისთვის გადასარიცხი დაფინანსების ოდენობის სისწორე.“. გ) მე-8 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი: „მუხლი 81. პროგრამული დაფინანსების შემცირება ან/და გაცემაზე უარის თქმა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პროგრამული დაფინანსების ფარგლებში შერჩეული სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა არის პროგრამული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.) გადახდა.“.
|
მუხლი 2 |
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები გავრცელდეს 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსების დაანგარიშების მიზნით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე.
|
მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები