დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს N135/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 01/06/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/06/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430110000.22.022.018027 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 17 აგვისტოს N135/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 18/08/2017, სარეგისტრაციო კოდი: 430110000.22.022.017388 ) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული „2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესის და პირობების“:
ა) მე-8 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნას; ბ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ბ) ამ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის გათვალისწინებით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში, რომლის ადმინისტრირების წესი განისაზღვრება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამავე აქტით განსაზღვრულ ვადაში, უზრუნველყოს თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე დასაფინანსებელი სტუდენტების სახელობითი სიის ფორმირება და დაადასტუროს თითოეული დაფინანსების უფლების მქონე სტუდენტის რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გადასარიცხი დაფინანსების ოდენობის სისწორე.“. გ) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი: „მუხლი 91. პროგრამული დაფინანსების შემცირება ან/და გაცემაზე უარის თქმა 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შეუტანლობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის პროგრამული დაფინანსების შემცირების საფუძველი. 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა არის პროგრამული დაფინანსების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის უფლებამოსილი, მოსთხოვოს სტუდენტს გადაურიცხავი პროგრამული დაფინანსების შესაბამისი სწავლის საფასურის ან/და მისგან გამომდინარე სხვა გადასახდელის (პროცენტი, ჯარიმა და ა.შ.) გადახდა.“. |
| მუხლი 2 |
ამ ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებები გავრცელდეს 2021 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, 2020-2021 სასწავლო წელს პროგრამული დაფინანსების დაანგარიშების მიზნით სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ განხორციელებულ მოქმედებებზე.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები