დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის N2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2-725 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/05/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/06/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/10/2025 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.023.016670 |
|
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : |
| მუხლი 1 |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2018 წლის 3 მაისის №2-311 ბრძანებაში (სსმ ვებგვერდი, 04/05/2018; სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.023.016491) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველო.“. 2. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ქონების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სამმართველოს კომპეტენციაა: ა) სამინისტროსათვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მართვის ორგანიზება; ბ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კოორდინირება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მოვლა, შენახვა კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი; ე) ქონების გამოყენების ფინანსური ასპექტების შესწავლა და, მისი ეფექტიანად მართვის მიზნით, სათანადო წინადადებების მომზადება; ვ) კორესპონდენციების განხილვა, კომპეტენციის ფარგლებში; ზ) სახელმწიფო საკუთრებაში და მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სამინისტროს სარგებლობაში გადმოცემასთან დაკავშირებული პროცესების ორგანიზება; თ) წინადადების მომზადება სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი სახელმწიფო ქონების ჩამოწერის შესახებ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ი) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ჩამოწერილი ქონების განადგურების ორგანიზება; კ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ამორტიზებული, ჯართად ჩამოწერილი ან სამინისტროს მიერ გამოუყენებელი მატერიალური ფასეულობების სსიპ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის გადაცემა, შემდგომი განკარგვის მიზნით; ლ) შრომის უსაფრთხოების ორგანიზება; მ) სასაწყობო მეურნეობის სწორად აღრიცხვა და წარმართვა, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კოორდინაცია და კონტროლის განხორციელება; ნ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 პირველი ივნისიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები