დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | აჟარის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/05/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 05/10/2026 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.102.016190 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/05/2021 - 02/10/2026)
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ე.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე აჟარის (ზემო აფხაზეთის ) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების გაკარგვის წესი თანდართული №1 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა თანდართული №2 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა თანდართული №3 დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა თანდართული №4 დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 5 |
ამ დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემოა ფახაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების განკარგვის, გადაცემის, ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/დაგამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერის №32 დადგენილება (www.matsne.gov.ge 31/12/2014; 190040000.35.102.016102).
|
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ორგანოების, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
წინამდებარე წესი განსაზღვრავს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტება |
1. ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნებისმიერი ნივთი.
2. ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონება. 3. შესაბამისი ორგანიზაცია (შემდგომში „ორგანიზაცია“) – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი. 4. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის კომისია (შემდგომში – ქონების ჩამოწერის კომისია) – ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის ორგანიზაციაში შექმნილი კომისია.
|
მუხლი 3.
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის ზოგადი წესი |
1. გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი მატერიალური საშუალებების ჩამოწერა ხორციელდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, როცა:
ა) მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობის გამო არ შეიძლება გარემონტდეს (აღდგეს) და გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ; ბ) უვადო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები მისულია გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე ნორმალური ექსპლუატაციის პროცესში, თუ შეუძლებელია მათი ტექნიკური მდგომარეობის აღდგენა და დანიშნულებისამებრ გამოყენება. გ) მატერიალური საშუალებებისათვის დაწესებული ტექნიკური რესურსის გასვლა არ შეიძლება იყოს ჩამოწერის საფუძველი, თუ მატერიალური საშუალებები თავისი ტექნიკური მდგომარეობით, ან რემონტის შემდეგ ვარგისია დანიშნულებისამებრ შემდგომი გამოყენებისათვის. 2. მატერიალური საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის განსაზღვრა და სალიკვიდაციო აქტების შედგენა წარმოებს იმ თანამდებობის პირთა თანდასწრებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩამოსაწერი ქონების ტექნიკურ მდგომარეობაზე, აღრიცხვიანობასა და დაცვაზე. 3. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ამორტიზებული და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის აქტი (ძირითადი აქტივების ჩამოწერის აქტი და მცირეფასიანი აქტივების ჩამოსაწერი აქტი), ასევე საჭიროებისას ქონების სალიკვიდაციო აქტი კომისიის მიერ წარედგინება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებელს. 4. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა ან/და ლიკვიდაცია. |
მუხლი 4.
ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია |
ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის, თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
მუხლი 5.
ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება |
1. ჩამოსაწერი ქონების აქტში მითითებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას.
2. ქონების განადგურებას ახორციელებს ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის კომისია. 3. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანიზაცია. 4. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნით გამოყოფილ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ ქონების განადგურების პროცესზე დამსწრე ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის კომისიის წევრები. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯები ფინანსდება შესაბამისი ორგანიზაციის მიერ. 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია შესაბამისი ორგანიზაცია. |
მუხლი 6.
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის წესი |
თვითმმართველი ერთეულის – აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ქონების ჩამოწერის საკითხს წყვეტს ქონების ჩამოწერის კომისია. |
მუხლი 7.
ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის კომისია |
1. ქონების ჩამოწერის კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გამგებლის ბრძანებით.
2. კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს ორგანიზაციის ხელმძღვანელი. 3. კომისია შედგება თავმჯდომარის, მოადგილის, მდივნის, ბუღალტრისა (აღრიცხვა-ანგარიშგებაზე პასუხისმგებელი პირი) და სხვა წევრებისაგან. 4. საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს სხვა სპეციალისტებიც. მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 5. კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით; ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 6. კომისია ახორციელებს: ა) ახდენს ჩამოსაწერი ქონების რაოდენობის, ფიზიკური და საბუღალტრო ღირებულების შეფასებას და ამზადებს ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტს.
ბ) ჩამოსაწერი ქონების ღირებულების დადგენის აქტის შედგენის შემდგომ კომისია ადგენს აქტს ქონების ლიკვიდაციის შესახებ, ხოლო საჭიროების ან/და შესაძლებლობის შემთხვევაში ჩამოწერილი ქონების რეალიზაციის შესახებ; დ) ხელს აწერს ქონების ჩამოწერის აქტს. იმ შემთხვევაში, როდესაც კომისიის წევრი არ ეთანხმება ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის შედეგებს და უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, წერილობით (მიზეზების მითითებით) მიმართავს ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ეს მოხსენებითი ბარათი თან დაერთვის ქონების ჩამოწერის ან/და გამოუყენებელი ქონების აქტს. 7. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწეროს ჩატარება კომისიის წევრთა არასრული შემადგენლობით დაუშვებელია. კომისიის არასრული შემადგელობით ჩატარებული ქონების ჩამოწერის შედეგები ითვლება ბათილად. 8. ქონების ჩამოწერის დაწყების წინ კომისიის წევრებს გადაეცემათ ბრძანება, სადაც მიეთითება ქონების ჩამოწერის დაწყებისა და დასრულების ვადები, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს - საკონტროლო ლუქი, რომელიც ქონების ჩამოწერის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს ქონების ჩამოწერის კომისიის თავმჯდომარესთან. 9. ქონების ჩამოწერის კომისიის ვალდებულებები და პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ შესაბამისად. |
დანართი №2
|
ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
|
ჩამოსაწერი ქონების პასიური ნაწილის (შენობა-ნაგებობებისა და გადასაცემ მოწყობილობათა) ღირებულების დადგენის აქტი
20 - წლის „––––––„––––––––––––––––––– მდგომარეობით საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ: 2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი ------------------- ხელმძღვანელი ----------------- 3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №3
|
ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვ.) ღირებულების დადგენის აქტის ფორმა
|
საწარმოს დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ჩამოსაწერი ქონების აქტიური ნაწილის (მანქანა-დანადგარებისა და სხვა) ღირებულების დადგენის აქტი 20 ––––––– წლის მდგომარეობით
კომისიის წევრები: 1. –––––––––––––– ვამტკიცებ: ვადასტურებ:
2. –––––––––––––– საწარმოს აუდიტორი ----------------------- ხელმძღვანელი ––––––––––– 3. –––––––––––––– ბ.ა. ბ.ა. | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
ქონების ლიკვიდაციის აქტის ფორმა
|
ქონების ლიკვიდაციის აქტი
20 ––––– წლის „–––––––„ –––––––––––––––––––––––––––– დაწესებულების დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
კომისიის შემადგენლობა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შექმნილი 20 წ. –––––– –––––––––––––––––––––––– № ––––––––––––––––––––––––––––– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ––––––– საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ქონების დასახელება) და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. ექსპლუატაციაში შესვლის (გამოშვების) წელი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. საწყისი საბალანსო ღირებულება: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. ქონების ტექნიკური მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი: ა) ––––––––––––––––––––––––; ბ) ––––––––––––––––––––––––; გ) ––––––––––––––––––––––––; კომისიის დასკვნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები:1. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 3. –––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. –––––––––––––––––––––––––––––––––––– ვამტკიცებ: კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––––––––– ბ.ა. ქონების ლიკვიდაციის შედეგების გამოთვლა
ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა: –––––––––––––– (–––––––––––––––––––––––––––––––––) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მთავარი ბუღალტერი ––––––––––––––––– „ –––––” ––––––––––––––––––––––––––––– 20 –––– წელი კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––– ბ.ა.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები