„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
მიღების თარიღი 07/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 240080000.11.004.016072
2
07/05/2021
ვებგვერდი, 10/05/2021
240080000.11.004.016072
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
 
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №2

2021 წლის 7 მაისი

ქ.თბილისი

„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
„ინფორმაციის კონფიდენციალურად მიჩნევის, მისი გაცემის წესისა და კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 19 თებერვლის №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge; 20/02/2018; ს/კ: 240080000.11.004.016051) დამტკიცებული კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხის დანართი №1-ის (პირველი კატეგორიის კონფიდენციალური ინფორმაციის ნუსხა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საზედამხედველო ღონისძიებების გატარების შესახებ წერილობითი მითითებები (გარდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით, ასევე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობის ფარგლებში მომზადებული წერილობითი მითითებებისა), ეროვნული ბანკის მოთხოვნების დაცვისაგან დროებით და გარკვეული პირობით გათავისუფლება, მოხსენებითი ბარათები და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიმართ სანქციების (გარდა რეგისტრაციის, ლიცენზიის ან რეგისტრაციის, ლიცენზიის გაუქმების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა) გამოყენების შესახებ.“.

მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე