„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ ოქმი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ ოქმი
დოკუმენტის ნომერი 56-121
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 18/11/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/05/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016630
56-121
18/11/2019
ვებგვერდი, 14/05/2021
480610000.03.030.016630
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ ოქმი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
 ოქმი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურით და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტი (შემდგომში ცალ-ცალკე „მხარედ“, ხოლო ერთობლივად „მხარეებად“ წოდებულნი),

2013 წლის 17 იანვარს ქ. ერევანში ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და  სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სადახლო-ბაგრატაშენი“, „სადახლო-აირუმი“, „გუგუთი-გოგავანი“ და „ნინოწმინდა-ბავრა“ სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში „შეთანხმება“) მე-4 მუხლის შესაბამისად,

მხარეები აცხადებენ მზადყოფნას საბაჟო ადმინისტრაციებს შორის მათი სახელმწიფოების ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ორმხრივი ადმინისტრაციული დახმარების გაუმჯობესების მიზნით,

აღიარებენ რა, მხარეების სახელმწიფოებს შორის გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის ეფექტური კონტროლის აუცილებლობას, საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკას შორის სავაჭრო ურთიერთობების უზრუნველყოფის მიზნით, 

ინფორმაციის გაცვლის თაობაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ნორმების, სტანდარტების და რეკომენდაციების შესაბამისად,        

შეთანხმდნენ შემდეგზე:           

 

მუხლი 1.  ზოგადი დებულებები

1. მხარეები პასუხისმგებელნი იქნებიან  საავტომობილო-სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ საბაჟო პროცედურების დროს მიღებული წინასწარი ელექტრონული მონაცემების მუდმივ გაცვლაზე (გარდა იმ ფიზიკური პირების მიერ გადაადგილებული საქონლისა, რომლებიც არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს) მათ მიერ ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან გასვლის დროს და მეორე მხარის სახელმწიფო ტერიტორიაზე შესვლამდე.

2. წინასწარი ელექტრონული მონაცემები უნდა იქნეს გამოყენებული მხარეების მიერ ვაჭრობის უსაფრთხოების მხარდასაჭერის და ლეგიტიმური ვაჭრობის ხელშესაწყობის მიზნით.

 

მუხლი 2.  მოდერნიზებული პროცედურების განხორციელების ვალდებულება

მხარეებმა უნდა განახორციელონ წინასწარი ელექტრონული მონაცემების მუდმივი  გაცვლა რისკის ანალიზის მეთოდების და რისკის მართვის ეფექტურად გამოყენებით მხარეების სახელმწიფო საზღვრების საავტომობილო-სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის  მიერ  გადაკვეთისას საბაჟო პროცედურების გამარტივებულად გასავლელად, საბაჟო კონტროლის განმავლობაში.

 

მუხლი 3. მონაცემების დაცვა

1. წინამდებარე ოქმის ფარგლებში გაგზავნილ წინასწარ ელექტრონულ მონაცემებზე წვდომა უნდა ხდებოდეს შეზღუდულად. წინასწარი ელექტრონული მონაცემების მიმღებმა მხარემ, არ უნდა გაამჟღავნოს ან ნებისმიერ მესამე მხარეს გადასცეს წინამდებარე ოქმის ჩარჩოს ფარგლებში მიღებული მონაცემები, აღნიშნული მონაცემების გამგზავნი მხარის მიერ წერილობითი თანხმობის გარეშე.

2. მონაცემები მიღებული წინამდებარე ოქმის ჩარჩოს ფარგლებში შეიძლება იქნეს გამოყენებული გამონაკლის შემთხვევაში წინამდებარე ოქმში განსაზღვრული მიზნობრიობით, მათ შორის იურიდიული, საგამოძიებო, ან ადმინისტრაციული საქმის წარმოებისათვის მხარეების კომპეტენციის ფარგლებში და არ უნდა მოხდეს მათი გადაცემა მესამე მხარისათვის მონაცემების გამცემი მხარის წერილობითი დაშვების გარეშე.

3. წინამდებარე ოქმის ჩარჩოს ფარგლებში გადაცემული წინასწარი ელექტრონული მონაცემების შემთხვევაში პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებით დაცული უნდა იქნეს მხარეთა მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

 

მუხლი 4.  ტექნიკური განხორციელების პროცესი

1. მხარეები კონკრეტულ ინსტიტუციონალურ განყოფილებებს მიანიჭებენ უფლებამოსილებას საკუთარ ადმინისტრაციებში, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან შემდეგ საკითხებზე:

  • წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის ტექნიკური მოთხოვნების დამუშავება და განხორციელება, გაცვლის მეთოდების განსაზღვრა,
  • წინასწარი ელექტრონული მონაცემების მინიმალური შინაარსის დამუშავება,
  • საავტომობილო-სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის წინასწარ ელექტრონული მონაცემების გაცვლისა და მეორე მხარისგან მიღებული მონაცემების გადაცემას კომპეტენტური ინსტიტუციური განყოფილებებისათვის.

2. წინამდებარე მუხლის 1-ელ პარაგრაფში მითითებული ფუნქციების განსახორციელებლად, მხარეებს შორის გაფორმდება ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტი „წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის სისტემის თაობაზე“.

3. „წინასწარი ელექტრონული მონაცემების  გაცვლის სისტემის“ წარდგენამდე  მონაცემთა გაცვლის ფაზას უნდა ჩაუტარდეს საცდელი ფაზა. აღნიშნული საცდელი ფაზის  დასრულების შემდეგ, მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის შემდეგ დაიწყება „წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის სისტემის“  სრული ფუნქციონირება.

 

მუხლი 5. ქვეკომიტეტის შექმნა

1. ინფორმაციის გაცვლის ქვეკომიტეტი (შემდგომში მოხსენიებული, როგორც  „ქვეკომიტეტი“) შექმნილი შეთანხმების მე-5 მუხლში მითითებული ერთობლივი კომიტეტის მიერ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „ერთობლივი კომიტეტი“) რეგულარულად კვარტალში ერთხელ გამართავს შეხვედრებს.

2. გადაუდებელი შემთხვევის დროს, ნებისმიერი მხარის მოთხოვნის საფუძველზე მოწვეული იქნება ქვეკომიტეტი არაუგვიანეს 2 (ორი)  დღისა.

3. ქვეკომიტეტის ანგარიში წარდგენილი იქნება ერთობლივი კომიტეტისათვის.

 

მუხლი 6. დავების მოგვარება

მხარეებს შორის წინამდებარე ოქმის განხორციელების ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი ნებისმიერი დავა და/ან უთანხმოება გადაწყდება წინამდებარე ოქმის მე-5 მუხლში აღნიშნული ქვემო-კომიტეტის მიერ მოლაპარაკებების ან/და კონსულტაციების გზით, მხარეთა სახელმწიფოებში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ერთობლივ კომიტეტს უნდა ეცნობოს გადაუჭრელი პრობლემების  შესახებ.

 

მუხლი 7. ცვლილებები

წინამდებარე ოქმში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა აღნიშნული ოქმის მე-8 მუხლის შესაბამისად; აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ ოქმის განუყოფელ ნაწილს.

 

მუხლი 8. ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა

1. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ ოქმის ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

2. წინამდებარე ოქმი დადებულია 10 წლის ვადით და ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ათწლიანი პერიოდებით. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს მისი მოქმედება, მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის, ოქმის მოქმედების შეწყვეტის თაობაზე, თავდაპირველი ან ნებისმიერი მომდევნო ათწლიანი პერიოდის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ოქმი მოქმედებას წყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების თარიღიდან 6 თვის გასვლის შემდეგ. ამასთან, წინამდებარე ოქმი ავტომატურად წყვეტს მოქმედებას ძირითადი შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში.

შედგენილია    ____,    2019 __, ორი თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე, სადაც ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე ოქმის დებულებების განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ტექსტს ინგლისურ ენაზე მიენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა. 

 

საქართველოს ფინანსთა

სამინისტრო

სომხეთის რესპუბლიკის  სახელმწიფო

შემოსავლების კომიტეტი