„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
მიღების თარიღი 06/08/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/08/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/09/2021
სარეგისტრაციო კოდი 040170050.57.069.016177
29
06/08/2021
ვებგვერდი, 09/08/2021
040170050.57.069.016177
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №29

2021 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.02.2016, 040170050.57.069.016083) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

 

1. ბრძანებით დამტკიცებული თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“:

) მე-3 მუხლის:

.) მე-2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მას სხვადასხვა შემსყიდველი ორგანიზაციისაგან მიღებული აქვს არანაკლებ ორი ცნობა, მის მიერ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით (ხელშეკრულების ღირებულება არ უნდა შეადგენდეს 5 000 ლარზე ნაკლებს) ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების შესახებ. ცნობა გაიცემა ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით, რომელიც დატანილი უნდა იყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ოფიციალურ ბლანკზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ფორმის დაუცველად წარმოდგენილი ცნობა არ განიხილება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცნობა გაცემული უნდა იყოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ მომართვის სააგენტოში წარდგენის დღემდე არაუგვიანეს ერთი თვით  ადრე;“;

.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული, ხოლო იმავე პუნქტის „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი განახლებული უნდა იყოს თეთრ სიაში რეგისტრაციის შესახებ მომართვის სააგენტოში წარდგენის დღემდე არაუგვიანეს ხუთი დღით ადრე.“;

.) მე-4 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) რეორგანიზაციის/ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის საქმის წარმოების არარსებობა – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერით;“.

) მე-4 მუხლის:

.) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, იმავე პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას მოიძიებს სააგენტო.“;

.) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თეთრ სიაში რეგისტრაციის მსურველი (მომართვის წარდგენის შემდეგ)/თეთრ სიაში რეგისტრირებული მიმწოდებელი ვალდებულია:

ა) აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „დ“ „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შესახებ, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში და იმავე პუნქტის „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შემთხვევაში, ამავე ვადაში, წარმოადგინოს მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი განახლებული დოკუმენტ(ებ)ი;

ბ) აცნობოს სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამონაწერში ისეთი ცვლილების განხორცილების შესახებ, რაც იწვევს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილებას, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში;

გ) აცნობოს სააგენტოს ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“–„ბ.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციის ცვლილების შესახებ, ცვლილების განხორციელებიდან არაუგვიანეს ხუთი დღის ვადაში და იმავე ვადაში წარმოადგინოს იმავე მუხლის იმავე პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი განახლებული დოკუმენტ(ებ)ი.“;

.) მე-7 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8-მე-9 პუნქტები:

„8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ცვლილების შეუტყობინებლობა/დოკუმენტაციის წარუდგენლობა ან სააგენტოში არასწორი/არასრული ინფორმაციის/დოკუმენტის წარდგენა წარმოადგენს მიმწოდებლის თეთრ სიაში დარეგისტრირებაზე/რეგისტრაციის ვადის გაგრძელებაზე უარის თქმის ან თეთრ სიაში დარეგისტრირებული მიმწოდებლის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

9. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად მიმწოდებლის მიერ განახლებული ინფორმაციის წარმოდგენის შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის განახლებას.“.

) მე-10 მუხლის პირველი პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თავისუფლდება მხოლოდ იმ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის ვალდებულებისაგან, რომლის/რომელთა სააგენტოში წარდგენა სავალდებულოა თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით, ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, იმისდა მიუხედავად, ითვალისწინებს თუ არა სატენდერო/საკონკურსო დოკუმენტაცია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნას;“;

) მე-11 მუხლისქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ წესის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევის დადგომა;“.

 

2. ბრძანებით დამტკიცებული — „ცნობა თეთრ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესახებ“ (დანართი) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი

 

ცნობა თეთრ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შესახებ

 

[გაცემის თარიღი და ადგილი]

 

ეს ცნობა ადასტურებს, რომ მიმწოდებელმა [მიმწოდებლის სახელწოდება/სახელი და საიდენტიფიკაციო კოდი/პირადი ნომერი] ჯეროვნად შეასრულა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები:

 

რეკვიზიტები: [ხელშეკრულების დადების თარიღი და ნომერი, სატენდერო/საკონკურსო განცხადების ან ხელშეკრულების სისტემის CMR მოდულში რეგისტრაციის ნომერი];

 

ხელშეკრულების ღირებულება: [თანხა ციფრებითა და სიტყვიერად, ასევე ვალუტის დასახელება. თუ ჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების ფაქტობრივი ღირებულება ნაკლებია ხელშეკრულების ღირებულებაზე, მაშინ მიეთითება ფაქტობრივად შესრულებული ვალდებულებების თანხაც ციფრებითა და სიტყვიერად}.

 

ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულება დასტურდება შემდეგი დოკუმენტ(ებ)ით/ინფორმაციით: [მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ითა და სისტემაში ასახული ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციით. თუ მიღება-ჩაბარების აქტ(ებ) სრულად არის ატვირთული სისტემაში, ის/ისინი სააგენტოს აღარ წარედგინება].

 

წინამდებარე ცნობა გაიცემა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად.

 

[შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა]

 

[ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში)].“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე