დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე |
| მიღების თარიღი | 06/08/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/08/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/09/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240060.57.069.016179 |
|
„ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 29.07.2016, 010240060.57.069.016092) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“:
1. მე-6 მუხლის მე-11-მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, ხოლო თუ ტენდერში არ მოითხოვება შესყიდვის ობიექტის ნიმუშის, ექსპერტიზის დასკვნის ან/და ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა – საუკეთესო სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, სატენდერო კომისია ამ პრეტენდენტს ავლენს გამარჯვებულად და მიმართავს მას სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნით (ასეთი მოთხოვნის არსებობისას). 12. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა – სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე, სატენდერო კომისია, დადგენილი წესით, იწვევს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების გასაფორმებლად.“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) იგი არ წარმოადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება სატენდერო პირობებს (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები