„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 28 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 05
დოკუმენტის მიმღები სახელმწიფო ინსპექტორი
მიღების თარიღი 06/05/2021
დოკუმენტის ტიპი სახელმწიფო ინსპექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 080240000.72.084.016031
05
06/05/2021
ვებგვერდი, 07/05/2021
080240000.72.084.016031
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 28 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
სახელმწიფო ინსპექტორი
 
სახელმწიფო ინსპექტორის

ბრძანება №05

2021 წლის 6 მაისი 

ქ. თბილისი

„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 28 ოქტომბრის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო ინსპექტორის 2019 წლის 28 ოქტომბრის №7 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 28/10/2019, სარეგისტრაციო კოდი: 080240000.72.084.016007)  შეტანილ იქნეს  ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) იუსტიციის მრჩეველი – საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი და ოპერატიული თანამშრომელი, გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი;

ე) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი – საგამოძიებო დეპარტამენტის უმცროსი გამომძიებელი და ექსპერტ-კრიმინალისტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სახელმწიფო ინსპექტორილონდა თოლორაია