დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 07/05/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220090000.18.011.016562 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110408016, 12/04/2011, სარეგისტრაციო კოდი: 220090000.18.011.016025) დამტკიცებულ საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირი, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ წარმოადგენს იურიდიულ პირს.“; ბ) „ტ“ და „უ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) ნომინალური მფლობელობის ერთობლივი ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ადვოკატის, საადვოკატო ბიუროს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის (მათ შორის სპეციალიზებული დეპოზიტარის), საპენსიო სააგენტოს ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება, კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი კლიენტის (კლიენტების), მონაწილეების ან/და რეგისტრირებული მესაკუთრის (მესაკუთრეების) ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების ერთობლივად აღსარიცხავად; უ) ნომინალური მფლობელობის სეგრეგირებული ანგარიში – ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიში, ადვოკატის, საადვოკატო ბიუროს, ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავალი პირის (მათ შორის სპეციალიზებული დეპოზიტარის), საპენსიო სააგენტოს ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერის ანგარიში, რომელიც გამოიყენება კანონმდებლობის და ხელშეკრულების/სანოტარო აქტის საფუძველზე განსაზღვრული, მისი ერთი კლიენტის, მონაწილეების ან/და ერთი რეგისტრირებული მესაკუთრის ნომინალურ მფლობელობაში გადაცემული ფულადი სახსრების აღსარიცხავად;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „2. პირებს შეუძლიათ გახსნან მიმდინარე ანგარიშები (გარდა კომერციული ბანკებისა), ნომინალური მფლობელობის ანგარიშები და სადეპოზიტო (საანაბრო) ანგარიშები.“. 3. მე-4 მუხლის: ა) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა, გარდა სადეპოზიტო სერტიფიკატის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ვადიანი დეპოზიტის და ამ მუხლის 33, 35 და 36 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შესაძლებელია მხოლოდ დეპოზიტის მფლობელი პირის მიმდინარე ანგარიშის ან მოთხოვნამდე დეპოზიტის ანგარიშის მეშვეობით.“; ბ) 35 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 36 პუნქტი: „36. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საპენსიო სააგენტოს ან საპენსიო აქტივების მმართველი კომპანიის მიერ გახსნილ ვადიანი დეპოზიტის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა, შეტანა, გადარიცხვა და გატანა შესაძლებელია განხორციელდეს დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარის ნომინალური მფლობელობის მიმდინარე ანგარიშის მეშვეობით.“. 4. მე-6 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ ინსტრუქციის 81 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ფილიალის ხელმძღვანელის და/ან ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; დ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ე) მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ვ) 51 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; ზ) მე-6 პუნქტის: ზ.ა) „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ზ.ბ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ზ.გ) „გ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ზ.დ) „დ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.დ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; ზ.ე) „დ.ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: ე) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ავტორიზებული/რეგისტრირებული ერთობლივი საინვესტიციო ფონდი/ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდი: ე.ა) განაცხადი ერთობლივი საინვესტიციო ფონდის/ქოლგისებრი ფონდის ქვეფონდის ანგარიშის გახსნის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის (უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში – მისი ფილიალის) უფლებამოსილი პირი, ხოლო იმ საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდის შემთხვევაში, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია – საინვესტიციო კომპანიის უფლებამოსილი პირი; ე.ბ) საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის (უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში – მისი ფილიალის), ხოლო იმ საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდის შემთხვევაში, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია – საინვესტიციო კომპანიის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; ე.გ) ერთობლივი საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის (უცხოური აქტივების მმართველი კომპანიის შემთხვევაში – მისი ფილიალის), ხოლო იმ საინვესტიციო კომპანიის ქვეფონდის შემთხვევაში, რომელსაც დანიშნული არ ჰყავს აქტივების მმართველი კომპანია – საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელის და/ან ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“; თ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი: „61. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბანკი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია გადაამოწმოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული, საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრის მონაცემებში.“; ი) მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;“; კ) მე-8 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დაწესებულების უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. უფლებამოსილია პირი, რომელსაც ზემდგომი (უმაღლესი) ორგანოს გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს უფლება, განკარგოს თანხები, ასევე ამ პირის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.“; ლ) მე-9 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 5. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს.“ ბ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტი;“; გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;“; 6. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;“; ბ) მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კომერციული ბანკის, მისი ფილიალის ან სხვა ანალოგიური ქვედანაყოფის ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;“; გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;“; დ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის (პირების) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;“. 7. 81 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი: „8. კომერციული ბანკი, პირისათვის ანგარიშის გასახსნელად, ვალდებულია აიღოს ამ პირის ხელმოწერის ნიმუში, ან პირისათვის ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებით ოპერაციაზე დასტურისთვის გამოიყენოს სანდო და უსაფრთხო ალტერნატიული საშუალება, რომლის დანერგვამდე 30 კალენდარული დღით ადრე უნდა აცნობოს ეროვნულ ბანკს.“. 8. მე-10 მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ანგარიშის გახსნასა და განკარგვაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი მოწმდება ნოტარიუსის/შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ან ანგარიშის გამხსნელი ბანკის შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამშრომლის მიერ, ან: ა) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმ შუამავლის/მესამე პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელსაც ეყრდნობა კომერციული ბანკი პირის იდენტიფიკაციისას/ვინაობის გადამოწმებისას; ბ) ამ ინსტრუქციის 81 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ.“. 9. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით: „1. ანგარიშის მფლობელის სახელწოდების, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელის ან/და გვარის შეცვლისას ბანკში ანგარიშის მფლობელი წარადგენს განაცხადს ცვლილების შესახებ და შესაბამისი ცვლილების დამადასტურებელ დოკუმენტს (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), რის საფუძველზეც ხდება ანგარიშის გადაფორმება.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები