“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მომსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №49 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word

დოკუმენტის ნომერი 324
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 27/11/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 20/01/2005
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.11.106.004.514
  • Word
324
27/11/2000
სსმ, 110, 27/11/2000
010.320.010.11.106.004.514
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მომსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №49 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.11.106.004.514

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება 324

2000 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

”საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 19 აპრილის №49 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს 1997 წლის კანონის 82-ე მუხლის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ატესტაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით ვბრძანებ:

I. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეთა და მოსამსახურეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტში სიტყვები ”კადრებისა და იურიდიული განათლების” შეიცვალოს სიტყვებით ”საკადრო საკითხთა”.

2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. იუსტიციის სამინისტროს სისტემის ორგანოების საჯარო მოხელის ან მოსამსახურის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც მიაღწია 21 წლის ასაკს, აქვს შესაბამისი უმაღლესი განათლება და ფლობს სახელმწიფო ენას. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები საჯარო მოხელის და მოსამსახურისათვის განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.”

3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა ”სამართლის” შეიცვალოს სიტყვით ”შესაბამისი”.

4. მე-20 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვები ”არა უადრეს ერთი თვისა” შეიცვალოს სიტყვებით ”14 დღით ადრე მაინც”.

21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”1. ატესტაციის ჩასატარებლად 10 დღით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის წინადადების საფუძველზე, მინისტრის იმ მოადგილის მიერ, რომელიც კურირებს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს. დახასიათება მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს.”;

ბ) მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს პირველი წინადადება;

გ) მე-5 პუნქტში სიტყვა ”60%” შეიცვალოს სიტყვით ”75%”;

დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”6. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობა გამოიწვევს მოხელის გათავისუფლებას დაკავებული თანამდებობიდან.”

დ) ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:

”7. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან ტესტირების გზით. ატესტაციის მიზანია დადგინდეს საჯარო მოხელის ან მოსამსახურის შესაბამისობა მოცემული თანამდებობის დასაკავებლად წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.

8. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას საჯარო მოხელის ან მოსამსახურის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით კომისია ისმენს მოხელის ან მოსამსახურის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად და უსვამს მას კითხვებს მის სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.”

II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი