მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები მესტიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/05/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 29/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.103.016353
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
9
29/04/2021
ვებგვერდი, 06/05/2021
010250050.35.103.016353
მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე
მესტიის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (06/05/2021 - 27/12/2021)

 

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2021 წლის 29 აპრილი

დაბა მესტია

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ღ“ პუნქტის და მე-4 ნაწილის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის და საქართველოს კანონის „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტის და 96-ე მუხლის შესაბამისად, მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული მესტიის  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული მესტიის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჯაფარიძე



 დანართი

 

მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი ) ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების წესი

ეს წესი განსაზღვრავს მესტიის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე რეგისტრირებული (ადგილობრივი და დევნილი) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების/ბავშვების, მათ შორის შშმ ბავშვების, მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.

მუხლი 1. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა რომელიც ეხება

  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი  ოჯახებისთვის სასკოლო ასაკის მქონე ბავშვებზე მათ შორის შშმ ბავშვებზე, საკანცელარო ნივთების შესაძენად ერთჯერადი დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი  ოჯახებისთვის   ექვს  წლამდე ასაკის მქონე ბავშვების მათ შორის შშმ ბავშვების  ხელოვნური (სპეციალური) კვების პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება  თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად  100 (ასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2. პროგრამების მიზანი

1. აქტიური სოციალური პოლიტიკის გატარება.

2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  დახმარების სისტემის სრულყოფა.

3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვეთა.

4. მოქალაქეთა განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის რეაბილიტაციისა და გაუმჯობესებისათვის ხელშეწყობა.

5. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის /ბავშვებისთვის მატერიალური დახმარების გაწევა, მონაცემთა ბაზის წარმოება.

 მუხლი 3. რესურსების წყარო

მესტიის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი.

 მუხლი 4. პროგრამების ხანგრძლივობა

2021  წლის 1 ივნისიდან  2021 წლის 31 დეკემბრამდე.

მუხლი 5. პროგრამით მოსარგებლე პირთა შერჩევის წესი.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამასახურის სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახები.

მუხლი 6სოციალური დახმარების ოდენობა

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  ერთჯერადი მატერიალური (ფულადი) დახმარების ოდენობა შეადგენს:

  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი  ოჯახებისთვის    სასკოლო ასაკის მქონე ბავშვებზე მათ შორის შშმ ბავშვებზე, საკანცელარო ნივთების შესაძენად ერთჯერადი დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 100 (ასი) ლარის ოდენობით.
  • კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი  ოჯახებისთვის   ექვს  წლამდე ასაკის მქონე ბავშვების მათ შორის შშმ ბავშვების  ხელოვნური (სპეციალური) კვების პროდუქტების და ჰიგიენური საშუალებების დაფინანსება  თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად  100 (ასი) ლარის ოდენობით.

მუხლი 7. ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა.

1. პროგრამებით გათვალისწინებული ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამასახურის სოციალური,  ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილება.

2. ბენეფიციართა გამოვლენის, ბაზების შექმნასა და ბავშვთა/ბავშვების/ოჯახის შეფასების და პროგრამით გათვალისწინებული დახმარების გაცემის საკითხზე დასკვნის მომზადებაზე პასუხისმგებელია  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამასახურის სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილების ბავშვისა და ოჯახის  სოციალური  მუშაკი.

3. მერიის  სოციალური დაცვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება პასუხისმგებელია სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების ელექტრონულ (კომპიუტერულ) დამუშავებასა და მონაცემთა ბაზის შექმნაზე.

მუხლი 8გადაწყვეტილების მიღება

კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახრბის დახმარების გაცემის საბჭო და  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამასახურის სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილებისა  და  ბავშვისა და ოჯახის სოციალური  მუშაკის მიერ საკითხის გადაწყვეტა /ბაზის შექმნა ხდება ობიექტურად, ინდივიდუალურად ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე, ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით.

მუხლი 9. გადაწყვეტილების მიღება

1. ყოველი გადარიცხვას საფუძვლად ედება სოციალური მუშაკის დასკვნა/რეკომენდაცია, საბჭოს ოქმი, განაცხადი, სამსახურის უფროსის მოხსენებითი ბარათი.

2. სოციალური მუშაკის დასკვნა/რეკომენდაცია თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

4. დოკუმენტაციის სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების, ბავშვისა და ოჯახის სოციალური  მუშაკი.

მუხლი 10სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

1. სოციალური დაცვის სამსახურის, სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკი ინდივიდუალურად შეისწავლის მესტიის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ბავშვის შეფასების ფორმას და დასკვნა განხილული იქნება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების გაცემის საბჭოს მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე უზრუნველყოფს დახმარების მიმღებ ბენეფიციართა ბაზაში შეყვანას.

2. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით, მერის  ბრძანებით,  სოციალური დაცვის სამსახურის  მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.

3. საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისია.

მუხლი 11ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემა

1. სოციალური  დახმარება ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის  არის ერთჯერადი.

2. დახმარების პროგრამით განსაზღვრული დაფინანსება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. წარმოდგენილი ინვოისის მიხედვით მითითებული დაწესებულებების   ანგარიშზე.

3. წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს სოციალური დაცვის სამსახურის სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის  განყოფილების ბავშვისა და ოჯახის  სოციალური  მუშაკი.

4. ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა ხორციელდება მესტიის მუნიციპალიტეტის მერის  ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.

5. მოხსენებით ბარათს თან დაერთვება  მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის  სოციალური, ჯანმრთელობის, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის მიერ გამოვლენილი  კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების  შეფასების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ნუსხა/ჩამონათვალი , განაცხადი, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების დახმარების გაცემის საბჭოს მიერ შედგენილი ოქმი.

მუხლი 12. მოსალოდნელი შედეგები

პროგრამით მონაწილე მიზნობრივი ჯგუფის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუფუქება, დემოგრაფიული მდგომარეობის ხელშეწყობა/გაუმჯობესება, მათი წახალისება მატერიალური და მორალური მხარდაჭერა.