დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 12665 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 26/04/2021 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 04/05/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016624 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2014 წლის 18 ივლისის №34134 ბრძანებით დამტკიცებული „შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის“ (დანართი №2): ა) 1.1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შენიშვნა: 1. ამ დანართის 1.1. პუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრისთვის, 1.2 და 2.2 – 2.9 პუნქტებით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულებისათვის/ქვედანაყოფისათვის, ასევე, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისათვის უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები. 2. სამსახურის/დეპარტამენტის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ამ დანართის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის და 2.1 პუნქტით გათვალისწინებული სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებს ზეპირად/წერილობით განუსაზღვროს სამუშაო დროის განსხვავებული რეჟიმი „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილებით გათვალისწინებულ უქმე დღეებში. 3. ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით დაინტერესებული პირისათვის კონსულტაციის გაწევისას, მომსახურების დეპარტამენტის საკონსულტაციო სამმართველოსთვის და ამ დანართის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული სერვისცენტრებისთვის, ასევე, მომსახურების დეპარტამენტის პირადი საგადასახადო მრჩევლების სამმართველოსთვის უქმე დღეებს არ წარმოადგენს „უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 16 აპრილის №175 დადგენილებით განსაზღვრული უქმე დღეები. ამასთან, აღნიშნული სამმართველოებისა და სერვისცენტრების თანამშრომლებმა სამუშაოს შესრულება უზრუნველყონ დისტანციურად.“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 4 მაისიდან. სამსახურის უფროსი ლევან კაკავა
|
დოკუმენტის კომენტარები