“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
დოკუმენტის ნომერი 325
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 27/11/2000
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 110, 27/11/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 10/12/2001
სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.513
  • Word
325
27/11/2000
სსმ, 110, 27/11/2000
100.020.010.11.106.004.513
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 100.020.010.11.106.004.513

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №325

2000 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2000 წლის 14 ნოემბრის №315 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის საქმიანობის ორგანიზაციული სრულყოფის მიზნით, ვბრძანებ:

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტს სიტყვის „რეგისტრაციას” შემდეგ დაემატოს სიტყვები „და პატიმართა აღრიცხვას”.

2. მე-4 მუხლის „ე” ქვეპუნქტში სიტყვები „პენიტენციური და უსაფრთხოების სამსახურების რეფორმების, საკადრო და საერთო საკითხთა დარგში” შეიცვალოს სიტყვებით „პენიტენციური რეფორმებისა და საკადრო საკითხთა დარგში”.

3. მე-5 მუხლის „ბ” ქვეპუნქტში სიტყვა „განყოფილება” შეიცვალოს სიტყვით „სამსახური”.

4. მე-6 მუხლის:

ა) მე-4 პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა სოციალური დაცვის ორგანიზებას”;

ბ) მე-5 პუნქტში სიტყვები „პენიტენციური და უსაფრთხოების სამსახურის რეფორმების, საერთო და საკადრო საკითხთა დარგში” შეიცვალოს სიტყვებით „პენიტენციური რეფორმებისა და საკადრო საკითხთა დარგში”.

5. მე-7 მუხლიდან ამოღებულ იქნეს პირველი პუნქტი, მე-2 პუნქტი ჩაითვალოს პირველ პუნქტად და ამ პუნქტის „ლ” ქვეპუნქტს სიტყვების „საინჟინრო ქსელების” შემდეგ დაემატოს სიტყვები „კავშირგაბმულობის და”, ხოლო „ო-ჟ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) აწესრიგებს დეპარტამენტში მოქალაქეთა მიღებას, ორგანიზებას და კონტროლს უწევს სასაშვო სისტემის განხორციელებას;

პ) აკონტროლებს დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მოადგილეების დავალებათა შესრულებას და დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციაზე დროულ რეაგირებას;

ჟ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.”.

6. მე-8 მუხლის სათაურსა და ტექსტში სიტყვები „სარეჟიმო განყოფილება” შეიცვალოს სიტყვებით „სარეჟიმო სამსახური”.

7. მე-11 მუხლის:

ა) „გ” ქვეპუნქტიდან სიტყვა „ზომებს” შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვა „გამოვლენილი”;

ბ) „კ” ქვეპუნქტს სიტყვის „დაწესებულებათა” შემდეგ დაემატოს სიტყვა „ქვედანაყოფების”.

8. მე-12 მუხლის „დ” ქვეპუნქტს დაემატოს სიტყვები „აწარმოებს პატიმართა აღრიცხვას”.

9. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი