დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის №321 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 327 |
| დოკუმენტის მიმღები | თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.157.016431 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 26 თებერვლის N321 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge, 02.03.2021წ. სარეგ. კოდი: 210020010.35.157.016425)
1. დადგენილებას დაემატოს 21 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 21 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 13 აპრილის N5/4 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 110414020, 18.04.2011, სარეგ. კოდი 210020010.35.157.016043)“ . 2. დადგენილებით დამტკიცებული დანართის, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ , მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. მოსაკრებლისაგან განთავისუფლება 1. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდებიან, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები) და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100000-ს, აგრეთვე ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებთანაც არ ხდება ცენტრალიზებული დაგვა-დასუფთავება. 2. არ დაირიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების ფართზე ან მათ ნაწილზე, ღია ტერიტორიების ფართზე ან მათ ნაწილზე, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და შესაბამისად არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. “ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ , მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის – მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის – მომსახურების მიღებისთანავე. 2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის მოსახლე, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით. 3. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის დასრულებასთან ერთად. 4. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაწეული მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება. 5. ნარჩენების წარმომქმნელის მიერ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ნარჩენების წარმოქმნის ადგილის შეცვლის შემთხვევაში მოსაკრებელი გადაიხდება ნარჩენების წარმოქმნის იმ ადგილის მიხედვით, სადაც მიიღო მომსახურების 50 პროცენტზე მეტი. 6. მოსაკრებლის გადამხდელ ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირის გარდა) მუნიციპალიტეტის ერთ თვეზე მეტი ვადით დატოვების შემთხვევაში უფლება აქვს მოითხოვოს მოსაკრებლის შესაბამისი ოდენობით შემცირება, რისთვისაც იგი წინასწარ წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს. წერილობით მიმართვაში მითითებული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის დატოვების და დაბრუნების ვადები. ამ ვადების ცვლილების შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელი ვალდებულია აცნობოს უფლებამოსილ სამსახურს ამ ცვლილების შესახებ.“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის, „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობისა და დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრისა და მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია“ , მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. ექსპუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას დაქვემდებარებული ობიექტები 1. I კლასის შენობა-ნაგებობა არ ექვემდებარება ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარებას; 2. II, III და IV კლასების შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღების წესები განისაზღვრება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით 3. კანონით დადგენილი წესით, გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ მიიღება: ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღის ვადაში; ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2-მდე) – 15 სამუშაო დღის ვადაში; გ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2-ზე მეტი) – 20 სამუშაო დღის ვადაში; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 30 სამუშაო დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები