დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 110 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 22/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის
განკარგულება №110 2021 წლის 22 აპრილი ქ. თბილისი |
ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“
ახლად აღმოჩენილი აქტივის განკარგვის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-15 პუნქტის, „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული წესისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებსა და აღმასრულებელ დირექტორს შორის ფუნქციების განაწილების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 28 იანვრის №13/04 ბრძანების საფუძველზე:
1. სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ (ს/ნ 245392203) 19.321%-იანი წილი სს „ბათუმის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხნის“ (ს/ნ 245400935) კაპიტალში ჩაითვალოს ლიკვიდირებული სს „საქართველოს საზღვაო ბანკის“ (ს/ნ 245392203) ახლად აღმოჩენილ აქტივად, რომლის განკარგვის უფლება ენიჭება საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკის რეზოლუციისა და ლიკვიდაციის განყოფილების მე-2 თანრიგის წამყვან სპეციალისტს, როინ ცაციაშვილს (პ/ნ 01036002403), მიენიჭოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივის ამოღებისა და განკარგვის უფლებამოსილება. 3. ეს განკარგულება გამოცემიდან 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში (www.matsne.gov.ge) და საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.nbg.gov.ge). 4. ამ განკარგულების გასაჩივრება შეიძლება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მხარისთვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში. 5. ეს განკარგულება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები