„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 55/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/04/2021
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016560
55/04
29/04/2021
ვებგვერდი, 29/04/2021
220020000.18.011.016560
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №55/04

2021 წლის 29 აპრილი

ქ. თბილისი

„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 22 ივნისის №92/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 23/06/2017; ს/კ: 220020000.18.011.016245) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბანკები ვალდებული არიან 2020 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყონ ამ წესის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გამჟღავნების მოთხოვნების ეფექტური შესრულება, რომლის გამოქვეყნება საანგარიშგებო კვარტალის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ ეკისრებათ. ბანკები ვალდებული არიან 2020 წლის მე-4 კვარტალის და 2021 წლის პირველი კვარტალის კვარტალური ანგარიშგებისთვის განსაზღვრული ამ წესის მე-4 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები შეასრულონ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული მითითების შესაბამისად, ამასთან, ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანგარიშგების გამოქვეყნება საანგარიშგებო კვარტალის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში არ ეკისრებათ.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე