დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 15 |
| დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/04/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/05/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.153.016569 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (05/05/2021 - 25/06/2021)
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ,,სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე,მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესი“ დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვის წესი
|
მუხლი 1.
მოქმედების სფერო |
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციის და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს. |
მუხლი 2.
ტერმინთა განმარტებები |
ამ წესში გამოყენებული ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:
ა) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც აყვანილია მცეთის მუნიციპალიტეტის ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებივ დროებით სარგებლობაში მერიის ან საკრებულოს კონკრეტულ თანამშრომელზე; ბ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე დაკისრებული სამსახურებრივი მივლინებების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე; გ) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივ საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.
|
მუხლი 3.
განპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე თანამდებობის პირები. |
განპიროვნებული ავტომობილით სარგებლობენ შემდეგი თანამდებობის პირები:
ა. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე; ბ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი; გ. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; დ. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები.
|
მუხლი 4.
სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი |
1. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობა დგინდება შემდეგი პრინციპით: 100 საშტატო ერთეულამდე ყოველ 20 საშტატო ერთეულზე 1 სამორიგეო ავტომობილი, ხოლო 100-ის ზევით ყოველ 50 საშტატო ერთულზე 1 ერთეული.
2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით. 3.ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ან/და სპეციალიზირებული ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.
4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ. |
მუხლი 5.
ავტომობილების კლასიფიკაციის წესი |
1. ავტომობილების კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილების ფლობის ღირებულების შესაბამისად განპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და სპეციალიზირებული ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.
2. ეს წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს შესაბამისი კლასის ავტომობილისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის. 3. დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა. 4. მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ცხრილი №1, ცხრილი №2 და ცხრილი №3-ის მიხედვით, რომელიც ამ წესს თან ერთვის.
|
მუხლი 6.
განსხვავებული პირობების დადგენა |
საქმიანობის სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, წინამდებარე წესიდან გამონაკლისის შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის შესაბამისი დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე.
ცხრილი №1
ცხრილი №3
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები