თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 9
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 29/04/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.154.016442
9
29/04/2021
ვებგვერდი, 05/05/2021
010250050.35.154.016442
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2021 წლის 29 აპრილი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის და „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.          
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და  სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.

მუხლი 2.        
დამტკიცდეს კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება დანართი №2-ის შესაბამისად.

მუხლი 3.         
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით მგელიაშვილი



დანართი №1
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში  სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის განაწილების, კლასიფიკაციისა და  სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესი

 


        

მუხლი 1. მოქმედების სფერო

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და შესყიდვების წესი (შემდგომში – წესი) ადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის ორგანოებისათვის მსუბუქი ავტომობილების (განპიროვნებული და მორიგე) ფუნქციების განაწილების ერთიან სტანდარტს, ახდენს ავტომობილების კლასიფიკაციას და განსაზღვრავს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია;

ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითო ორგანო – თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

გ) განპიროვნებული ავტომობილი – ავტოსატრანსპორტო საშუა­ლება, რომელიც იმყოფება კონკრეტული დაწესებულების ბალანსზე და გადაცემულია სამსახურებრივ დროებით სარგებლობაში დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;

დ) სამორიგეო ავტომობილი – ზოგადი სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა საპროტოკოლო/სასტუმრო ავტომობილებისა) დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც არ განეკუთვნება განპიროვნებული ავტომობილების რიცხვს და გამოიყოფა ყოველი კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე დაწესებულების კონკრეტულ თანამშრომელზე;

ე) საშტატო რიცხოვნობა – ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობას გამოკლებული განპიროვნებული ავტომობილებით უზრუნველყოფილი საშტატო რიცხოვნობა.

მუხლი 3. გაპიროვნებული ავტომობილებით მოსარგებლე პირების განსაზღვრის წესი

განპიროვნებული ავტომობილით მოსარგებლე პირების განსაზღვრა ხორციელდება თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის ან/და საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 4.  სამორიგეო ავტომობილის რაოდენობის განსაზღვრისა და გამოყენების წესი

1. სამორიგეო ავტომობილის რიცხვი დგინდება შემდეგი პროპორციით: 100 საშტატო რიცხოვნობამდე დაწესებულების შემთხვევაში 1 ავტომობილი ყოველ 20 საშტატო ერთეულზე, ხოლო ყოველ დანარჩენ 50 საშტატო ერთეულზე დამატებით 1 ავტომობილი.

2. სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის გაანგარიშებისას წილადი შედეგის მიღებისას დამრგვალება ხდება არითმეტიკული წესის მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაანგარიშების შედეგი ნაკლებია 1-ზე, როდესაც დამრგვალება, მიუხედავად მეათედის ოდენობისა ხდება 1 მთელამდე.

3. ზამთრის პერიოდში კლიმატური და რელიეფური თავისებურების გათვალისწინებით დასაშვებია მორიგე მაღალი გამავლობის ავტომობილების არსებობა, რომელიც შეესაბამება სეზონური და რელიეფური ავტომობილების კლასს.

4. ფაქტობრივი საშტატო რიცხოვნობის შემცირებისას არ ხდება სამორიგეო ავტომობილების რიცხოვნობის შემცირება და გამოიყენება პირდაპირი დანიშნულებისამებრ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნული ვითარება გრძელდება 6 თვეზე მეტი პერიოდით, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდგომი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მუხლი 5. ავტომობილების კლასიფიკაციის წესი

1. ავტომობილის კლასი არის დადგენილი მინიმალური სპეციფიკაციისა და ავტომობილის ფლობის ღირებულების შესაბამისად გაპიროვნებული და სამორიგეო საჭიროების მსუბუქი ავტომობილების სტანდარტი, რომელიც საყოველთაოა ადმინისტრაციული დანიშნულებისათვის.

2. ავტომობილის კლასიფიკაციის წესი ადგენს მინიმალურ ტექნიკურ მოთხოვნებს თითოეული კლასისათვის, რომელიც გამოიყენება შემდგომი შესყიდვისათვის; დაუშვებელია შესყიდვის დოკუმენტაციაში დადგენილი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნების გაზრდა, გარდა კლასის ცვლილებისა, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი ობიექტურად დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; მიმწოდებელ სუბიექტებს შეუძლიათ, შეთავაზებისას გააუმჯობესონ მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები, (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა, ავტომატური კოლოფის შეთავაზება, მექანიკური კოლოფის შემთხვევაში, 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა, საწვავის ტიპი  ჰიბრიდი), მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენს მონაწილის უპირატესობას და ყველაზე დაბალი ფასის და შესყიდვის დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მყოფი პრეტენდენტი ცხადდება გამარჯვებულად, შესაბამისი პროცედურის დაცვით.

3. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 ათას კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების კომპონენტებია:

ა) ავტომობილის შესყიდვის ფასი;

ბ) ძრავას ზეთის ხარჯი;

გ) ძრავის ზეთის ფილტრების ხარჯი;

დ) წინა და უკანა ხუნდების ხარჯი;

ე) ჰაერის ფილტრის ხარჯი;

ვ) კონდინციონერის ფილტრის ხარჯი;

ზ) ანთების სანთლების ხარჯი;

თ) ძრავის ღვედის ხარჯი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) მწარმოებლის რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ხარჯები;

კ) საწვავის ხარჯი (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მონაცემებით.

4. ავტომანქანის შესყიდვის დროს საწვავის ხარჯის დაანგარიშება მოხდება შესაბამისი რაოდენობის ნამრავლით ერთი ლიტრი საწვავის პირობით ფასზე, რომელიც ტოლია 2-ის. 150 ათას კილომეტრზე ფლობის ღირებულების ფარგლებში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა – სულ მცირე, შვიდჯერ, ხოლო უკანა – სულ მცირე, ოთხჯერ. ხუნდების ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ფლობის ღირებულების ფარგლებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით. მიმწოდებელი ვალდებულია, უსასყიდლოდ განახორციელოს დადგენილი ფლობის ფარგლებში იმ კომპონენტების შეცვლა ან/და მომსახურება, რომელიც არ იქნება გათვალისწინებული ფლობის ღირებულებაში, თუმცა ამ კომპონენტში არ შედის სწრაფცვეთადი ნაწილები (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

5. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს განფასებას (საქონლის მახასიათებლები და ბრენდი, რაოდენობა, ცვლის პარამეტრი და ერთეულის ფასი) ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით, რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებში. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, იმ შემთხვევაში, თუ არ გაუარესდება შემსყიდველი ორგანიზაციის პირობა, ქარხანა-მწარმოებლების რეკომენდაციის საფუძველზე შესაძლებელია, ფლობის ღირებულების კომპონენტების მახასიათებლების, ბრენდის, რაოდენობისა და ცვლის პარამეტრის ცვლილება.

6. შემსყიდველი, ელექტრონული ტენდერის საფუძველზე, გამარჯვებულ პრეტენდენტთან აფორმებს მხოლოდ ავტომობილის სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებას, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ – „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ავტომობილის ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, შემსყიდველი ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ან მის მიერ ავტორიზებულ ორგანიზაციასთან (მიმწოდებელთან, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას იმ საგარანტიო პირობების ანალოგიურად, რომელსაც თავდაპირველი მიმწოდებელი სთავაზობს შემსყიდველს) დებს ხელშეკრულებას გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილი აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ წლოვანებას ან/და გარანტიის პირობებს. კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის შემთხვევაში, შესაძლებელია, ავტომობილისა და მისი ფლობის ღირებულების კომპონენტების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, გაფორმდეს ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში.

7. გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ წარდგენილი განფასება ძალაში იქნება ავტომობილის საგარანტიო პირობის ამოწურვამდე, ფლობის განმავლობაში, თუ ავტომობილის ტექნიკური მომსახურება განხორციელდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან, საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებული საგარანტიო სერვისით გათვალისწინებული საქონლის ფასი შეიძლება დაკონვერტირდეს გამოცხადების დღით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული კურსით, აშშ დოლარში, ხოლო ანგარიშსწორებისას, ეროვნულ ვალუტაში, საქონლის ფაქტობრივი მიწოდების დღეს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსით.

8. ყოველი კონკრეტული შესყიდვისას თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახური  ატარებს ბაზრის კვლევას და ანალოგიურ კლასში ისტორიული სტატისტიკის ანალიზს ობიექტური სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით (რაოდენობრივი და სხვა კომერციული პირობების გათვალისწინებით), მაგრამ არაუმეტეს ამ წესით დადგენილი ზღვრული ფლობის ღირებულებისა თითოეული კლასის მიხედვით. ბაზრის კვლევის ჩატარების და ზღვრული ფლობის ღირებულების (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი) დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერია  ტენდერს აცხადებს ჯამურ ღირებულებაზე (ავტომანქანის ფასს დამატებული ზღვრული ფლობის ღირებულების და საწვავის ფასი). მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერის დასრულების შემდეგ დაფიქსირებული ფასი წარმოადგინოს კომპონენტების მიხედვით (ავტომანქანის, ავტომანქანის სერვისის და საწვავის ხარჯის ფასი). წინამდებარე კლასიფიკაცია ვრცელდება ყველა ახალ შესყიდვაზე და არ ითვალისწინებს არსებული მუნიციპალური პარკის მყისიერ მორგებას წინამდებარე წესით განსაზღვრული კლასიფიკაციისა და თანამდებობის მიხედვით.

9. ამ წესის მიზნებისათვის ავტომობილების კლასიფიკაცია ხორციელდება შემდეგი ნიშნით: I კლასისა და სპეციალიზებული კლასის ავტომობილები. ავტომობილის კონკრეტული კლასისათვის წაყენებული მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განისაზღვრება ამ დადგენილების დანართით. ავტომობილების ზომები განისაზღვრება ქარხნული წარმოების აქსესუარების ჩათვლით.

10. დაწესებულების სპეციფიკიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე წინამდებარე წესიდან გამონაკლისების შესახებ მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო მერიის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე (მათ შორის, ფუნქციონალური საჭიროების ავტომობილების და შესაბამისი კლასის განსაზღვრის, ხელშეკრულებით არსებული საშტატო  რიცხოვნობის და კლასის ცვლილების შესახებ).


დანართი #2
კლასების განაწილება, მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები და ზღვრული ფლობის ღირებულება

 


        

მუხლი 1

ეს დანართი განსაზღვრავს ავტომობილების კონკრეტული კლასისათვის მიკუთვნების კრიტერიუმებს, ასევე განსაზღვრული ნიშნით მათი თანამდებობრივი ან ზოგადი დანიშნულებით გამოყენების წინაპირობებს.

მუხლი 2

ვალუტის კურსი წარმოადგენს ელექტრონული ტენდერის გამოცხადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ გაცვლით კურსს.

მუხლი 3.

III კლასის ავტომობილების სავალდებულო მოთხოვნები

1. III კლასის ავტომობილები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ა)  ზოგადი დანიშნულების:

ა.ა) სამორიგეო;

ა.ბ) მომარაგების;

ა.გ) თანამშრომლების ტრანსპორტირებისათვის ქვეყნის მასშტაბით;

ბ) განპიროვნებული.

2. მსუბუქი  ავტომობილების  მინიმალური  ტექნიკური  მოთხოვნები  განსაზღვრულია  ცხრილი №1-ის შესაბამისად.

3. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები კი განსაზღვრულია ცხრილი №2-ის შესაბამისად.

4.  მსუბუქი ავტომობილებისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა – 21 000 აშშ  დოლარის ეკვივალენტი ლარში.

5. მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილებისათვის ზღვრული ფლობის ღირებულებაა – 29 600 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 4. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:

1. სპეციალიზებული კლასის ავტომობილებია:

ა) ავტომობილი, რომელიც გამოიყენება სპეციალური დანიშნულებით, კონკრეტული საქმიანობის შესასრულებლად;

ბ) პიკაპი;

გ) განსხვავებული სპეციფიკაციის ავტომობილი, რომელიც სპეციალიზებული კლასის ავტომობილად განისაზღვრება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით.

2. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები განსაზღვრულია ცხრილ №3 -ის შესაბამისად.

3. სპეციალიზებული კლასის ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაა 34800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.

მუხლი 5

შესასყიდი ყველა კლასის ავტომობილი უნდა იყოს მარცხენასაჭიანი.

მუხლი 6

დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება ელექტრომობილების შესყიდვაზე.

 

      

III კლასი მსუბუქი ავტომობილი

 

  ცხენის ძალა არანაკლებ

75

  გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

  სიგრძე არანაკლებ

3840

  სიგანე არანაკლებ

1695

 სიმაღლე არანაკლებ

1450

 

 

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი)

3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) 

სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, 

შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, 

გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის 

დისკი და საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული

რაშტესტი ) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი )

 

ცხრილი №1

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ .

გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

 

ცხრილი №2

 

III კლასის მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

82

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

3665

სიგანე არანაკლებ

1600

სიმაღლე არანაკლებ

1575

საგარანტიო პირობები

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული

ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

 

მოდიფიკაციაზე აღებული

შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი

 

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა, უკანა საქარე მინის ელ.

გათბობა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

 აუცილებელი მოთხოვნა

  4X4

 

ცხრილი №3

სპეციალიზებული კლასის ავტომობილი

ცხენის ძალა არანაკლებ

102

გადაცემათა კოლოფი

მექანიკური, არანაკლებ 5-საფეხურიანი

სიგრძე არანაკლებ

5000

სიგანე არანაკლებ

1755

სიმაღლე არანაკლებ

1760

უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ

 

NCAP (ევრო ქრაშტესტი), IIHS (ამერიკული

ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)

 

 

 

საგარანტიო პირობები

 

5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)

ელექტროშუშები

მინიმუმ წინა ორი

აუცილებელი მოთხოვნა

სათადარიგო საბურავი

აუცილებელი მოთხოვნა

წინა 2 უსაფრთხოების ბალიში

აუცილებელი მოთხოვნა

კონდიციონერი

აუცილებელი მოთხოვნა

აუდიოსისტემა

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის გამაძლიერებელი

აუცილებელი მოთხოვნა

ABS

აუცილებელი მოთხოვნა

4X4 მექანიკური ჩართვის და გამორთვის ფუნქციით

აუცილებელი მოთხოვნა

საჭის სიმაღლის მარეგულირებელი

აუცილებელი მოთხოვნა

სარკეების ელ. რეგულირება