„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 16/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 20/05/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/05/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.018016
16/ნ
20/05/2021
ვებგვერდი, 21/05/2021
300160080.22.022.018016
„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება  №16/ნ

2021 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ; 16/03/2021) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებაში  (www.matsne.gov.ge, სსმ №126, 01/10/2010; სარეგისტრაციო კოდი 300160080.22.022.016013) და ბრძანების:

1. პირველი პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ (დანართი №1):

ა) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ უფლებამოსილებებს ცენტრი ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებთან – საგანმანათლებლო რესურსცენტრებთან (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრები), საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა უფლებამოსილ პირებთან, ხოლო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევაში, ასევე, საერთაშორისო საინფორმაციო ქსელის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით.“.

ბ) მე-4 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. უმაღლესი განათლების აღიარების მიზნით, ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს თან უნდა ახლდეს:

ა) საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დასკვნა, რომლითაც დგინდება ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობა ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან (უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ პირთა ადგილების რაოდენობის გათვალისწინებით);

ბ) ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი დოკუმენტი/ცნობა ან მათი ნოტარიულად დამოწმებული ასლი ამ დაწესებულებაში პირის ჩარიცხვის, ასევე ამორიცხვის ან სწავლის დასრულების თაობაზე და სწავლის პერიოდში გავლილი საგნების ნუსხა, მათი კრედიტების ან/და შეფასებების მითითებით, რომლის საფუძველზეც განხორციელდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შეთავაზებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებით გათვალისწინებულ სწავლის შედეგებთან, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირის მიერ სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებული პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამისობის დადგენა.“;

ბ.ბ) მე-5-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაინტერესებული პირის განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ ცენტრი უფლებამოსილია შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის განმცხადებელს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია დაინტერესებული პირის განათლების აღიარების საკითხთან დაკავშირებით.

6. დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე შესაბამისი ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის საგანმანათლებლო პროგრამის მიზნებისათვის დაინტერესებულ პირს სურს უმაღლესი განათლების აღიარება, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტებში გამოცდის ჩატარებას, რომლის მიზანია დადგინდეს, ფლობს თუ არა პირი შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის კონკრეტული კომპონენტით გათვალისწინებულ კომპეტენციას.“;

ბ.გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. ცენტრი უფლებამოსილია განახორციელოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის მიმდინარეობის მონიტორინგი.“;

ბ.დ) მე-7-მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. განათლების აღიარების მსურველის გამოცდის ჩატარების წესი და გამოცდის თემატიკა მტკიცდება მიმღები საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი პირის/ორგანოს სამართლებრივი აქტით.

8. დაინტერესებულ მხარეს გამოცდის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე არანაკლებ 2 კვირით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ითხოვს გამოცდის უფრო მოკლე ვადაში ჩატარებას. გამოცდის ჩატარების შესახებ ასევე წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული ცენტრი.“;

გ) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,9. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოში პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების მიზნით, ამ წესით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად გამოვლენილი საეჭვო გარემოების და, ასევე, განმცხადებლის მოთხოვნის საფუძველზე, რომლითაც შესაძლოა იკვეთებოდეს ამავე სახელმწიფოს მხრიდან პირისათვის განზრახ ხელის შეშლა, პირის მიერ მიღებული განათლების აღიარების საკითხს განიხილავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.".

2. მე-2 პუნქტით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების, უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისა და ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების საფასურების“ (დანართი №2):

ა) პირველი მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისათვის – 40 ლარი, 15 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 80 ლარი, 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 120 ლარი, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში დაჩქარებული წარმოებისათვის – 250 ლარი;“;

ბ) მე-3 მუხლის 13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,13. ამ დანართის პირველი მუხლის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიმიხეილ ჩხენკელი